თამარ კორძაია კობახიძის განცხადებაზე - აბსტრაქტული და ყალბი შემოთავაზებების ნაცვლად, კითხვარზე პასუხები გაასაჯაროონ და მერე დავიწყოთ საუბარი

აბსტრაქტული და ყალბი შემოთავაზებების ნაცვლად, კითხვარზე პასუხები გაასაჯაროონ და მერე დავიწყოთ საუბარი, - ასე პასუხობს ოპოზიციონერი დეპუტატი თამარ კორძაია პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეთავაზებას, დაიწყოს დოსკუსია იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა გაეკეთებინა ხელისუფლებას უკრაინისთვის და არ გააკეთა.

კორძაია გამოეხმაურა ასევე კობახიძის განცხადებას, რომ ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს, რათა ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს და აღნიშნა, რომ ოპოზიციის დადანაშაულებით პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს.

“გაასაჯაროოს ხელისუფლებამ ევროკავშირის კითხვებზე პასუხი და მერე დავიწყოთ დისკუსია ნებისმიერ საკითხზე. ასევე, რომ მობრძანდება პრემიერი, დავსვამთ შეკითხვებს, რომელზეც წერილობით არ გვპასუხობენ იმასთან დაკავშირებით, თუ რა კონკრეტული პროდუქცია გადის რუსეთში, რა რაოდენობით და ა.შ. ასეთი აბსტრაქტული და ყალბი შემოთავაზებების ნაცვლად, კითხვარზე პასუხები გაასაჯაროონ და მერე დავიწყოთ საუბარი.

მნიშვნელოვანი იყო საქართველო შეერთებოდა ევროკავშირის სანქციებს და არ დაეწყოთ ის სულელური, როყიო განცხადებები, რასაც აკეთებდნენ. ახლა, როცა მთელი მსოფლიო საუბრობს, რომ გაფართოვდება წრე პირების, რომლებიც თანამშრომლობენ რუსეთთან, ამიტომ მათ უნდა გაეცათ დამაჯერებელი პასუხები იმ სატელეფონო ზართან დაკავშირებით, რაც ივანიშვილთან შედგა. ხელისუფლებამ დასმულ შეკითხვებს უნდა უპასუხოს,“ - განაცხადა კორძაიამ.

ცნობისათვის, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მათი ინფორმაციით, კონკრეტული პოლიტიკოსები რადიკალური ოპოზიციიდან ევროკავშირში საქართველოს კანდიდატობის წინააღმდეგ აგიტაციას აწარმოებენ.

ამასთან, მან ოპოზიციას მიმართა, საჯაროდ გამოვიდნენ და კონკრეტულად ჩამოწერონ, რა უნდა გაეკეთებინა და რას არ აკეთებს საქართველოს ხელისუფლება უკრაინის მხარდასაჭერად. მისივე თქმით, საჯაროდ დასმულ კითხვებზე თავადაც საჯაროდ გასცემენ პასუხს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა