თეონა აქუბარდია - ირაკლი კობახიძის განცხადება ოპოზიციისკენ ისრების გადმოტანის მცდელობაა და არა ჭეშმარიტების დადგენის სურვილი - მთელი ეს პროპაგანდა ოპოზიციის გაშავების მიზანს ემსახურება!

ირაკლი კობახიძის განცხადება იმის თაობაზე, რომ ჩვენ უნდა ვამტკიცოთ, რას არ აკეთებს ხელისუფლება, ოპოზიციისკენ ისრების გადმოტანის მცდელობაა და არა ჭეშმარიტების დადგენის სურვილი - მთელი ეს პროპაგანდა მტრის ხატის შექმნისა და ოპოზიციის გაშავების მიზანს ემსახურება! - ასე ეხმაურება პარლამენტის ოპოზიციონერი წევრი თეონა აქუბარდია პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას.

აქუბარდიას თქმით, საპარლამენტო ოპოზიციამ უკრაინის საკითხზე დებატებისა და დახურული საკომიტეტო მოსმენის გამართვა არაერთხელ მოითხოვა, რაზეც ხელისუფლებამ უარი განაცხადა.

“ყველას გვახსოვს პრემიერ-მინისტრის იუნკერების მემორიალთან გაკეთებული განცხადება, რომ ომი უკრაინაშია და საქართველო არანაირ სანქციებს არ შეუერთდება. როდესაც ირაკლი კობახიძეს მოლდოვას მაგალითი მოჰყავს, ჩვენ სანქციების თაობაზე მოლდოვას პრეზიდენტის განცხადება ვნახეთ - იმის მიუხედავად, რომ აზრი იგივე იყო, როგორი განსხვავებული ფორმით იყო ნათქვამი“ - აღნიშნა თეონა აქუბარდიამ.

მან აქვე დასძინა, რომ სერიოზული პრობლემაა, როდესაც ათი წელია ხელისუფლებაში ხარ, მთელი ათი წელი წინა ცხრა წელზე საუბრობ და ყველაფერს ოპოზიციას აბრალებ.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძემ ოპოზიციას მიმართა, ჩამოწერონ, რას არ აკეთებს საქართველოს ხელისუფლება უკრაინის მხარდასაჭერად. კობახიძის განცხადებით, ვინც უკმაყოფილებას გამოხატავს, სინამდვილეში იმითაა უკმაყოფილო, რომ საქართველო ომში არ ერთვება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა