ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით, 2021 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის შემოსავალმა 80 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა, საიდანაც 59 მილიონი ლარი ბიუჯეტიდან იყო, 17 მილიონი ლარი სესხი და 3 მილიონი ლარი კომერციული საქმიანობიდან

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის სხდომაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძემ მაუწყებლის საქმიანობის 2021 წლის ანგარიში წარადგინა.

მაღლაფერიძის განცხადებით, 2021 წელს მაუწყებლობის შემოსავალმა 80 მილიონ 213 ათასი ლარს შეადგინა, საიდანაც 59 მილიონი ლარი ბიუჯეტიდან იყო, 17 მილიონი ლარი სესხი და 3 მილიონი ლარი კომერციული საქმიანობიდან.

მისივე თქმით, საზოგადოებრივ მაუწყებელში დღეს, შტატით დასაქმებულია 1153 ადამიანი, გარე წარმოების კომპანიებში 150 ადამიანი და დროებით, ვადიანი ხელშეკრულებით 600 ადამიანი.

“2021 წელს, საზოგადოებრივი მაუწყებლის სატელევიზიო და რადიო ეთერის 70%-ს ადგილობრივი ქართული წარმოება და ორიგინალური ქართული პროდუქტი იკავებდა. ადგილობრივი წარმოება იყო 70%, ევროპული წარმოების პროდუქტი 16% და ამერიკული წარმოება 13%.

2021 წლის სეზონის პროგრამული გადანაწილების მიხედვით, 32% დაეთმო კულტურას და ამის დაფინანსებამ დაახლოებით, 4 მლნ ლარი შეადგინა. ქართული მედიის ინდუსტრიის მხარდაჭერასა და ინვესტირების კარგი მაგალითია გარე წარმოების წილის გაზრდა, რომელიც 2018 წლის კანონმდებლობის ცვლილების შედეგად გახდა შესაძლებელი და ყოველწლიურად იმატებს გარე წარმოება და 2021 წელს დაახლოებით, 8 მლნ-ს ინვესტიცია განახორციელა გარე სტუდიებში, რაც საერთო ბიუჯეტის 13,5%-ს შეადგენდა და ეს კიდევ უფრო გაიზრდება.

„პირველი არხი“ დიდ ინვესტიციას დებს მხატვრული და დოკუმენტური კინოს განვითარებაში და 2021 წლის საანგარიშო პერიოდში მაუწყებელმა აწარმოვა 30-მდე მხატვრული და დოკუმენტური ფილმი და სერიალი და დანახარჯმა დაახლოებით, მილიონნახევარი ლარი.

ასევე, არის კოპროდუქცია, როდესაც საქართველოს ტელევიზია თანადამფინანსებლად გამოდის და 2021 წელს 500 ათასი ლარი ჩადო ფილმებში, საიდანაც 45 ათასი დოკუმენტურ ფილმებში, მხატვრულ ფილმებში 166 ათასი ლარი და მოკლემეტრაჟიან მხატვრულ ფილმებში 144 ათასი ლარი, 100 ათასი ლარი ჩადო დებიუტში და ერთ-ერთი ფილმი „მე-4 ბრაიტონი“ წარდგენილია ოსკარზე და ოქროს გლობუსზე. საინფორმაციო გამოშვებები ბადეში იკავებდა 19%-ს და ყველა ხარჯმა 9 მლნ-ზე მეტი შეადგინა. ბიზნესი და ეკონომიკა - წარმოდგენილია რამდენიმე გადაცემით და დაახლოებით, მილიონნახევარი ლარით დაფინანსდა.

სპორტი საანგარიშო პერიოდში დატვირთული იყო მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიებებით და თითქმის ყველა ასპარეზობა გააშუქა „პირველმა არხმა“ და ეს დაახლოებით, 3,5 მლნ ლარი დაჯდა და ბადეში 16% დაიკავა.

რაც შეეხება არჩევნებს - საანგარიშო პერიოდში ჩატარდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რაც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გააშუქა ყველა საერთაშორისო სტანდარტის და იმ ღირებულებების დაცვით, რომელიც მოეთხოვებოდა. ყველა კვალიფიციურ და არაკვალიფიციურ პარტიას მიეცათ თანაბარი ეთერი, გამოშვებებს ახლდა თარგმანი და ასევე, რადიო ეთერი და ჩავატარეთ დებატები.

2021 წელს დასრულდა რადიოს ანძების დაყენება და პრაქტიკულად მთელი საქართველოა დაფარული.

საზოგადოებრივ მაუწყებელში დღეს, შტატით დასაქმებულია 1153 ადამიანი, გარე წარმოების კომპანიებში 150 ადამიანი და დროებით, ვადიანი ხელშეკრულებით 600 ადამიანი.

მიმდინარეობს „პირველი არხის“ გადაიარაღება და 45 მილიონი კრედიტი ტექნიკური გადაიარაღების მთლიანად ათვისებულია და მიმდინარეობს ამის გადახდა. გრაფიკი ასეთია, რომ 2022 წელს გადავიხდით დაახლოებით, 11 მილიონს, 2023 წელს 13 მილიონს, 2024 წელს 15 მილიონს, 2025 წელს 16 მილიონს, 2026 წელს 5 მილიონს და ტელევიზია იქნება მთლიანად გამართული. რაც შეეხება შენობას - პირდაპირი მნიშვნელობით ხვალ, ან ზეგ გამოცხადდება აუქციონი და ამავდროულად, მიმდინარეობს მშენებლობა ჯიქიას ქუჩაზე, უკვე ათვისებულია დაახლოებით, 17 მილიონი, ბეტონის კარკასის მშენებლობა დასრულებულია და დაიწყება მოსაპირკეთებელი და შიდა სამუშაოები. მომდევნო წელს ტელევიზია დაიწყებს გადასვლას.

2021 წელს მაუწყებლობის შემოსავალმა შეადგინა 80 მილიონ 213 ათასი ლარი, საიდანაც 59 მილიონი ლარი იყო ბიუჯეტიდან, 17 მილიონი ლარი იყო სესხი და 3 მილიონი ლარი კომერციული საქმიანობიდან. 2022 წლის შემოსავლების გეგმა ასეთია - 70 მილიონი ლარი ბიუჯეტიდან, 4 მილიონი ლარი კომერციული საქმიანობიდან და 7 მილიონი წინა პერიოდის ნაშთი“, - განაცხადა მაღლაფერიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს