ნაძალადევის რაიონში, ახალმოწამეთა ქუჩასა და შესახვევებში გზის რეაბილიტაცია სრულდება

ლოტკინის დასახლებაში, ახალმოწამეთა ქუჩასა და შესახვევებში გზის რეაბილიტაცია სრულდება. თბილისის მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში, გზის სავალ ნაწილზე ასფალტის ორფენიანი საფარი 6 000 კვ.მ ფართობზე დაიგო.

მათივე ინფორმაციით, ბოლო ეტაპის სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე გაეცნო.

,,ახალმოწამეთა ქუჩასა და მიმდებარე შესახვევებში ძალიან რთული მდგომარეობა იყო. აქ ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა, მხოლოდ გრუნტიანი გზა იყო, რაც პრობლემებს უქმნიდა ადგილობრივ მოსახლეობას. დღეიდან მათ ეს დისკომფორტი აღარ ექნებათ და კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებენ“, - განაცხადა ირაკლი ანდღულაძემ.

თბილისის მერიის ცნობით, ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება 370 000 ლარია. საგზაო სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა