“ახალგაზრდული მედია-კავშირის” ორგანიზებით პარაპლანით ფრენის ღონისძიება გაიმართა

“ახალგაზრდული მედია-კავშირის” ორგანიზებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანადგომით, კომპანია „სოკარისა“ და „სამორინე შანგრილას“ მხარდაჭერით, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ, პატარა ლილოს მთაზე, პარაპლანით ფრენის ღონისძიება გაიმართა. აღნიშნულ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ღონისძიებაში მონაწილეთა შორის იყვნენ საქართველოს სხვადასხვა რაიონში მცხოვრები შშმ პირები.

„ამჯერად, საკუთარი ოცნება 50–ზე მეტმა შშმ პირმა, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანმა და საერთაშორისო-სამშვიდობო მისიებში დაჭრილმა ჯარისკაცმა აიხდინა. მონაწილეთა შორის იყვნენ საქართველოს სხვადასხვა რაიონში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები: ტოტალურად უსინათლო, ზურგის ტვინის დაზიანების მქონე, ამპუტანტი და ეტლით მოსარგებლეები. ოცნებების ახდენაში, მონაწილეებს, სპეციალურად დამზადებული ეტლი–კონსტრუქციები დაეხმარა“, - აღნიშნულია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციაში.

ამავე უწყების ცნობით, პარაპლანით ფრენა, ეტლებით პროექტ „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიას“ ფარგლებში 2012 წლიდან ხორციელდება და სულ უფრო მოთხოვნადი ხდება.

პროექტი ხელს უწყობს საქართველოს მიერ რატიფიცირებული გაეროს 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის 30-ე მუხლის იმპლემენტაციასა და შშმ პირთა მიმართ დამკვიდრებული სტერეოტიპების მსხვრევას.

07.07.2025 / 08:38

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს