იურიდიული დახმარების სამსახურის საინფორმაციო კამპანია - მოძრაობა "ვაქციოთ კანონი ყველასათვის ხელმისაწვდომი", მარტვილის საკრებულოში გამართული შეხვედრით დასრულდა

20 მაისს, იურიდიული დახმარების სამსახურის საინფორმაციო კამპანია - მოძრაობა "ვაქციოთ კანონი ყველასათვის ხელმისაწვდომი", რომელიც მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ისახავდა მიზნად, მარტვილის საკრებულოს დარბაზში გამართული შეხვედრით დასრულდა.

იურიდიული დახმარების სამსახურის ინფორმაციით, საინფორმაციო კამპანიის მხარდამჭერი ევროპის საბჭოა (COE).

მათივე ცნობით, კამპანიის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა აბაშის, სენაკის, ხობის, ჩხოროწყუს და წალენჯიხის მოსახლეობასთან.

იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა, რაჟდენ კუპრაშვილმა, სპეციალური პრეზენტაციის ფარგლებში საზოგადოებას იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე, ბავშვის უფლებათა კოდექსის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საზოგადოებრივი ადვოკატების მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხს და იმ პროექტებს, რომლის ფარგლებშიც იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატები მაღალკვალიფიციურ დახმარებას უწევენ ბენეფიციარებს. შეკრებილი საზოგადოების ნაწილი იურიდიული დახმარების სამსახურის ახალ პროექტში - „პარალეგალები“, რომელიც პირველადი იურიდიული დახმარების გამწევ, სპეციალურად გადამზადებულ არაიურისტებს გააერთიანებს უკვე ჩაერთო.

მათივე ცნობით, გამართული საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ასევე ჩატარდა ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული პროცესები აბაშაში, ზუგდიდსა და ფოთში, რომლებზეც ნაფიცი მსაჯულები ადგილობრივი მოსახლეობისგან იყოს დაკომპლექტებული. აღნიშნულმა პროექტმა განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა საზოგადოების მხრიდან და განჩდა ინიციატივები, რათა იმიტირებული სასამართლო პროცესები კიდევ უფრო ხშირად ჩატარდეს, ვინაიდან ეს არის მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებისათვის საჭირო ყველაზე ეფექტური ხერხი.

„მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის წინსვლისა და განვითარებისათვის. ამ მხრივ, პანდემიამ მნიშვნელოვნად შეგვიშალა ხელი. აღსანიშნავია, რომ სამეგრელოში ჩატარებულმა ჩვენმა საინფორმაციო კამპანიამ საერთო ასეულობით ადამიანი მოიცვა. შედგა „პარალეგალთა“ რეესტრის პირველი სია, რომელშიც რამდენიმე ათეული ადამიანი გაერთიანდა. იურიდიული დახმარების სამსახური მიმდინარე წლის განმავლობაში საქართველოს სხვა რეგიონებში განაგრძობს შეხვედრებს“, - განაცხადა რაჟდენ კუპრაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო