ირაკლი ღარიბაშვილი - ბიზნესზე ორიენტირებული გარემოსა და ინოვაციური მიდგომების საშუალებით, მიზნად გვაქვს დასახული რეგიონში ტექნოლოგიური და ციფრული აქტივების ჰაბად ვიქცეთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია Ripple-ის გენერალურ დირექტორთან შეხვედრას სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო მსოფლიოში პირველი ქვეყანაა, რომელმაც საჯარო სექტორში ბლოკჩეინის ტექნოლოგია დანერგა.

პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ ბიზნესზე ორიენტირებული გარემოსა და ინოვაციური მიდგომების საშუალებით, მთავრობას მიზნად აქვს დასახული, რომ საქართველო რეგიონში ტექნოლოგიური და ციფრული აქტივების ჰაბად იქცეს.

“ძალიან კარგი საუბარი მქონდა კომპანია Ripple-ის გენერალურ დირექტორ ბრედ გარლინგჰაუსთან, რომელსაც ბლოკჩეინის სამომავლო პერსპექტივების და რეგულირების შესახებ საქართველოს ხედვა გავაცანი. ბიზნესზე ორიენტირებული გარემოსა და ინოვაციური მიდგომების საშუალებით, მიზნად გვაქვს დასახული რეგიონში ტექნოლოგიური და ციფრული აქტივების ჰაბად ვიქცეთ. ვისაუბრეთ საქართველოს უნიკალურ გამოცდილებაზე, რადგან მსოფლიოში პირველი ქვეყანა ვართ, რომელმაც საჯარო სექტორში ბლოკჩეინის ტექნოლოგია დანერგა”,- წერს პრემიერ-მინისტრი.

რამაზ საყვარელიძე - საქართველოს რუსეთისკენ მოძრაობის მოტივს ვერ ვხედავ, სამაგიეროდ ვხედავ რუსეთის მოტივს, დაარწმუნოს ყველა, რომ საქართველო მისი ისეთი კარგი მეგობარია, რომ მოსკოვი ფრენებსაც კი აღადგენს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.02.2023
თეონა ლავრელაშვილი - ევროკავშირის ანგარიში თვითკმაყოფილებად არ უნდა ვაქციოთ, მთავარი „საშინაო დავალება“ არის ევროკავშირის 12 რეკომენდაციის მაქსიმალურად შესრულება
საქართველო და პოსტ-საბჭოთა პერიოდის დასასრული
Apple-ისთვის პროგრამული ენის შესასწავლად BTU IOS LAB-ში საბავშვო კოდინგის კურსი დასრულდა
ბორუსან კატმა კოლეჯ „სპექტრში“ სასწავლო ცენტრი გახსნა
კახა ოქრიაშვილი NDI-ის კვლევაზე - მოსახლეობის ნახევარი უმუშევარია - აი, ეს არის სიმართლე