ანონსი 24 მაისი

24 მაისს, 10:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკოლოზ ბასილაშვილის სასმართლო პროცესი გაიმართება.

24 მაისს, 10:30 საათზე, პარლამენტში, „ლელოს“ საპარლამენტო გუნდის წევრი ანა ნაცვლიშვილი ირაკლი კობახიძის საპასუხოდ მედიას წარუდგენს იმ საკითხებს თუ რა უნდა გაეკეთებინა და რა გააკეთა ხელისუფლებამ და უმრავლესობამ სანქციებთან მიმართებაში.

C კორპუსი ოთახი 724 ("ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის" სამუშაო ოთახი)

24 მაისს, 10:30 საათზე, ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA), ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერითა და საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან თანამშრომლობით, ახალგაზრდული პროექტის - „ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების ბანაკის“ პრეზენტაცია გაიმართება.

შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, 0 სართული)

24 მაისს, 10:30 საათზე მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში საგანძურის დაცვის საინიციატივო ჯგუფის წვერის, ნინო მიქიაშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: ხელოვნების მუზეუმის საგანძურის დაბინავების საკითხი.

მის: კოსტავას #47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

24 მაისს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

24 მაისს, 11:00 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“, „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი“ (CSI), „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან“ (GYLA) და „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან“ (IDFI) ერთად, საზოგადოებრივი ორგანიზაციების საარსებო გარემოს 2021 წლის ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს.

პრეზენტაციას დაესწრებიან საზოგადოებრივი, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისა და ხელისუფლების წარმომადგენლები.

მის: თავისუფლების მოედანი #4.

24 მაისს, 11:30 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის დარბაზი

24 მაისს, 12:00 საათზე, პარლამენტის პლენარული სხდომა გაიმართება.

პლენარულ სხდომათა დარბაზი

24 მაისს, 13:00 საათზე, კლუბ KHIDI-ში ექსპოზიცია - ბუჩამდე იყო აფხაზეთის მზადების პროცესი დაიწყება.

მის: ვახუშტის ხიდი (მარჯვენა სანაპირო)

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

24 მაისს, 21.00 საათზე, კლუბ KHIDI-ში ექსპოზიცია - „ბუჩამდე იყო აფხაზეთი“ გაიხსნება.

მის: ვახუშტის ხიდი, მარჯვენა სანაპირო

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია 5 99 43 43 08.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა