პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე მეტ განმარტებებს ითხოვს

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში შესატანი ცვლილების პროექტზე იმსჯელეს, რომელიც პარლამენტში მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით არის წარმოდგენილი. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, „თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონი თამბაქოს ნაწარმის შეფუთვასთან და მასზე სამედიცინო გაფრთხილებების დატანასთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს.

შემოთავაზებული პროექტით ცვლილება აღნიშნული კანონის მე-6 მუხლში შედის, რომლის თანახმად, თამბაქოს ნაწარმის ყოველ შეფუთვაზე სამედიცინო გაფრთხილება განთავსებული უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფო ენაზე (ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში – აგრეთვე აფხაზურად) და თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაზე უნდა იყოს დაბეჭდილი. არ უნდა იყოს დაფარული, დამახინჯებული, ან შეცვლილი. შეფუთვის გახსნისას არ უნდა დაზიანდეს, ან მას არ უნდა მოსცილდეს.

მომხსენებლის, ფინანსთა მინისტრის მოადგილე მამუკა ბარათაშვილის ინფორმაციით, მთავრობის დადგენილებით, 2022 წლის 1-ელ სექტემბრამდე დაშვებულ იქნა სიგარეტის კოლოფზე დატანილი სამედიცინო გაფრთხილება არ აკმაყოფილებდეს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის, კოლოფზე დაბეჭდვის ნაცვლად, სტიკერი დაკრული იყოს გარე გამჭვირვალე შეფუთვაზე.

ამასთანავე, ამ სტიკერის დაკვრა შესაძლებელია განხორციელდეს საბაჟოს ტერიტორიაზე. დადგენილებას საფუძვლად უკრაინაში შექმნილი მდგომარეობა დაედო, საიდანაც საქართველოში იმპორტირებული თამბაქოს დიდი ნაწილი შემოდის და საომარი ქმედებების გამო კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების აღსრულება ვერ ხერხდება.

„საქართველო რეგიონში და, არა მხოლოდ რეგიონში, თამბაქოს კონტროლის ახალი მექანიზმების შემუშავებით გამორჩეულია, რამაც შედეგი უკვე რეალურად მოგვცა - მწეველთა რაოდენობა მცირდება. არგუმენტი, რომ უკრაინიდან საქართველოში შემოდის იმპორტირებული თამბაქოს 80 პროცენტი და იქ არსებულ ბიზნესს სიგარეტის კოლოფებზე სამედიცინო გაფრთხილებების დასაბეჭდად გადაწყობა ესაჭიროება, კომიტეტის წევრების აზრით, მისაღები არ არის", - განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ.

კომიტეტის წევრებმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია მოითხოვეს. დეპუტატებმა გადაწყვეტილება მიიღეს, საკითხზე პასუხისმგებელი უწყების წარმომადგენლები კომიტეტში მოიწვიონ, დასმულ კითხვებზე პასუხები მიიღონ და შესაბამისი გადაწყვეტილება მხოლოდ ამის შემდეგ მიიღონ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს