ლევან დავითაშვილი - პრემიერის დავოსში ვიზიტის ფარგლებში  ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრები გაიმართა, რათა გაეცნოთ საქართველო, როგორც მათთვის ოპერირების ახალი ადგილი და დაინტერესება არის მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების მხრიდან

ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალია ყველა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციისთვის და ზოგადად, ბიზნესებისთვის, როდესაც ჩვენ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ასეთი დონის თანამშრომლობა გვაქვს, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა დავოსში, პრემიერის ვიზიტის შეფასებისას ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის დავოსში ვიზიტის ფარგლებში ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრები გაიმართა, რათა საქართველო გაეცნოთ, როგორც მათთვის ოპერირების ახალი ადგილი და ამ კუთხით მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების მხრიდან დაინტერესებაა.

„დღეს ეკონომიკური მიმართულებით ბევრი საინტერესო შეხვედრა გვქონდა. პირველ რიგში, დავიწყებ მაკროეკონომიკურ პოლიტიკაზე მსჯელობით, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდთან გვქონდა. ფონდის ხელმძღვანელთან ჩვენ საქართველოში ფონდის მომავალ პროგრამაზე ვისაუბრეთ, რომელიც ქვეყანაში მაკროეკონომიკური სტაბილურობის ხელშეწყობას უზრუნველყოფს. ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალია ყველა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციისთვის და ზოგადად, ბიზნესებისთვის, როდესაც ჩვენ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ასეთი დონის თანამშრომლობა გვაქვს.

ჩვენ ამის შემდეგ ბიზნესებთან კონკრეტული შეხვედრები გვქონდა, იმისთვის, რომ დაინტერესებული საერთაშორისო კომპანიებისთვის ჩვენი პოტენციალი მაქსიმალურად გვეჩვენებინა. შეგვეთავაზებინა საქართველო, როგორც მათთვის ოპერირების ახალი ადგილი და ამ კუთხით მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების მხრიდან დაინტერესება არის. შეხვედრა გაიმართა ისეთ ტექნოლოგიურ კომპანიებთან, როგორებიც არის HCL. ეს არის მრავალ მილიარდიანი კომპანია, რომელიც მსოფლიოში ციფრული ტექნოლოგიების განვითარებით არის დაკავებული", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს