ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა საბაჟო დეპარტამენტში სახელმწიფო სპეციალური წოდებების შემოღებას დაუჭირა მხარი

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით, ზოგადი პრინციპების დონეზე განიხილა„შემოსავლების სამსახურის შესახებ" კანონში ცვლილების პროექტი და ერთხმად დაუჭირა მხარი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მომხსენებლის, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, კანონპროექტის მიზანია შემოსავლების სამსახურში შემავალ საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებს დაუწესდეს სპეციალური წოდებები.

მისი თქმით, საბაჟო დეპარტამენტში სახელმწიფო სპეციალური წოდებების შემოღება, თანამშრომლებისთვის შესაბამისი სოციალური გარანტიებისა და კომპენსაციების უზრუნველყოფით, აუცილებელია კვალიფიციური კადრების მოზიდვის/დამაგრების და მათი მოტივაციის ამაღლების მიზნით.

„აღნიშნული საშუალებას მისცემს საბაჟო ორგანოს, ხარისხობრივად შეიცვალოს კარიერული წინსვლის ჩარჩო სტანდარტები და შექმნის თანამშრომელთა პროფესიული განვითარების მოტივაციის წინაპირობას, რაც სულ მცირე 70-80 პროცენტით შეამცირებს კადრების გადინებას", - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კანონპროექტის მიღების შედეგად შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელს და საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველ სამსახურის უფროსის მოადგილეს, თანამდებობისა და წელთა ნამსახურობის გათვალისწინებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად მიენიჭება სპეციალური სახელმწიფო წოდება. შედეგად, აღნიშნული წოდების მქონე თანამშრომლები მიიღებენ შრომის ანაზღაურებას, რომელიც შედგება თანამდებობრივი სარგოს, სახელფასო დანამატის, ფულადი ჯილდოსაგან, აგრეთვე, სახელმწიფო სპეციალური წოდების შესაბამისი წოდებრივი სარგოსა და წელთა ნამსახურობის დანამატისაგან და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატებისგან.

ამასთან, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე თანამშრომელს უფლება ექნება, კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს სახელმწიფო კომპენსაცია ან სახელმწიფო პენსია.

ზურაბ ბატიაშვილი - დასავლეთში მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ამ ომში უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს და ეს 2023 წელს მოხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2023
ფარხად მამედოვი - აზერბაიჯან-სომხეთის მოლაპარაკებები შეიძლება შედგეს თბილისში, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ძირითადი მოდერატორი ამერიკა იქნება და არა ევროკავშირი
ხელოვნური ინტელექტი და სწავლების მეთოდები - BTU მასშტაბურ კვლევას იწყებს
ქართული ბიზნესკომპანიები უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობენ
Glovo და TNET საქართველოში ახალ ტექნოლოგიურ რეალობას ქმნიან
ხელოვნური ინტელექტის ინოვაციური პროდუქტის ChatGPT-ს შესახებ BTU-ში დისკუსია გაიმართა
Wolt საქართველოს მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდი მალე გერმანიასაც მოემსახურება
“ლიბერთი” განათლების ხელშეწყობას აგრძელებს
წიგნი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიერ დაიწერა BTU-ში წარადგინეს
USA2GEORGIA მომხმარებლის წინაშე სრულ პასუხისმგებლობას იღებს და გამოწვევას უპრეცედენტო ლოიალობით პასუხობს