მიხეილ ჩხენკელი განათლების საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მდივანს შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ლონდონში მიმდინარე „განათლების მსოფლიო ფორუმის“ ფარგლებში შეხვედრა გამართა დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მდივანთან განათლების საკითხებში ნადიმ ზაჰავისთან და მის მოადგილე ვიკი ფორდთან.

განათლების და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს. მიხეილ ჩხენკელმა განათლების საკითხებში ბრიტანეთის სახელმწიფო მდივანი (მინისტრი) და მისი მოადგილე საქართველოში მოიწვია.

“ლონდონში მიმდინარე „განათლების მსოფლიო ფორუმში“ სხვადასხვა ქვეყნის განათლების 112 მინისტრი იღებს მონაწილეობას. ფორუმის მონაწილეები განიხილავენ განათლების სფეროში მსოფლიოში არსებულ გამოწვევებს და მათი გადაჭრის გზებზე მსჯელობენ.

საქართველოს დელეგაციის ლონდონში ვიზიტი ბრიტანეთის საბჭოს ორგანიზებით განხორციელდა”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს