ზურაბ აზარაშვილი ჟენევაში, სომხეთისა და ყაზახეთის ჯანდაცვის მინისტრებს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ჟენევაში, სომხეთისა და ყაზახეთის ჯანდაცვის მინისტრებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სომეხ კოლეგასთან, ანაჰიტ ავანესიანთან ორმხრივ შეხვედრაზე, საუბარი შეეხო საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის, ჯანდაცვის სფეროში მრავალწლიან თანამშრომლობას.

„ ისაუბრეს გადამდები და არაგადამდები დაავადებების პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მართვის საკითხებზე. მხარეებმა ფარმაცევტული პროდუქტების ექსპორტ-იმპორტის, დისტრიბუციისა და რეალიზაციის სფეროში ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს. საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის, სამედიცინო ტურიზმის განვითარების საკითხებსაც.

ჯანდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობა და სამომავლო გეგმები იქნა განხილული ყაზახ კოლეგასთან შეხვედრაზეც. გინიატ აჟარი საქართველოს ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე და განხორციელებული რეფორმებით დაინტერესდა. შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა საქართველო-ყაზახეთს შორის პარტნიორული თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებიც განიხილეს.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ჟენევაში, მსოფლიო ჯანდაცვის 75-ე ასამბლეაში იღებს მონაწილეობას. მინისტრთან ერთად იმყოფება პირველი მოადგილე თამარ გაბუნია და ჟენევაში გაერო-ს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ალექსანდრე მაისურაძე“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა