თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი საზოგადოებას მიმართავს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი საზოგადოების წევრებს მიმართავს, რომ გაუფრთხილდნენ თავიანთ და გარშემომყოფთა ჯანმრთელობას, უარი თქვან თამბაქოს ნებისმიერი პროდუქტის მოხმარებაზე.

“ჩვენი საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ თამბაქოს მოხმარება ადამიანების ჯანმრთელობის დაზიანებისა და ადრეული გარდაცვალების ერთ-ერთი წამყვანი ხელშემწყობი ფაქტორია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, თამბაქოს მოწევა ყველაზე დიდი მიზეზია ადამიანების არაკომუნიკაბელური და პრევენტაბელური დაავადებებით ავადობის, სიცოცხლის ხარისხის დაქვეითების, დაინვალიდების, სიკვდილის. თამბაქოს მავნედ მოხმარება სერიოზულ სამედიცინო - სოციალურ და ეკონომიკურ ტვირთად აწვება მოსახლეობას, რის გამოც მისი პრევენცია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთ-ერთი პრიორიტეტია. სამწუხაროდ, მიუხედავად მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებებისა და სხვა პრევენციული ღონისძიებებისა, საქართველო დღესაც თამბაქოს მაღალი მოხმარების ქვეყნების რიგშია.

უკანასკნელ წლებში მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში, ფართო გავრცელება ჰპოვა თამბაქოს გასახურებელი პროდუქტების, როგორც ტრადიციული თამბაქოს ალტერნატიული საშუალებების გამოყენებამ, ზიანის შემცირებისა და თამბაქოზე უარის თქმის მიზნით. არსებული მონაცემები კი ცხადყოფს, რომ აღნიშნული პროდუქცია ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი საფრთხის შემცველია და მისი მოხმარება საზოგადოებას ხელს უშლის ცხოვრების ჯანსაღი წესის პოლიტიკის გატარებაში.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი იყო და არის ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვისთვის განუხრელად მზრუნველი ორგანიზაცია, რაც პირველ რიგში თამბაქოსგან თავისუფალი საუნივერსიტეტო და კლინიკური გარემოს შექმნითა და შენარჩუნებით გამოიხატება.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი მიმართავს საზოგადოების წევრებს, რომ გაუფრთხილდნენ თავიანთ და გარშემომყოფთა ჯანმრთელობას, უარი თქვან თამბაქოს ნებისმიერი პროდუქტის მოხმარებაზე. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი მოუწოდებს უნივერსიტეტის ყველა სტუდენტს, რეზიდენტს, აკადემიურ, ადმინისტრაციულ პერსონალს, მოწვეულ მასწავლებელს, მკვლევარს, სამედიცინო პერსონალს, რომ არ ჩაერთონ თამბაქოს ინდუსტრიის მიერ ორგანიზებულ/წახალისებულ ღონისძიებებში და გამოიყენონ მთელი თავიანთი ძალისხმევა საზოგადოებაში თამბაქოს, მათ შორის თამბაქოს გასახურებელი პროდუქტების გამოყენების პრევენციისთვის”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს