აშშ-ს საიდუმლო სამსახურის წარმომადგენლები საგამოძიებო სამსახურს ეწვივნენ

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს სამუშაო ვიზიტით აშშ-ს საელჩოს დიპლომატიური უსაფრთხოების საზღვარგარეთ წარმოებული კრიმინალურ საქმეთა გამოძიების ოფისისა და საიდუმლო სამსახურის წარმომადგენლები ეწვივნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელ პირებსა და ამერიკელ კოლეგებს შორის. სტუმრები დეტალურად გაეცნენ საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის ძირითად მიმართულებებსა და უწყების მიერ გამოვლენილი სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების სტატისტიკას. შეხვედრაზე მიღწეულ იქნა შეთანხმება, გაგრძელდეს თანამშრომლობა საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის კუთხით საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისა და დანერგვის მიზნით.

„სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის საიდუმლო სამსახურის წარმომადგენლებმა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებისთვის ყალბი ფულადი ერთეულების გამორჩევის ტექნიკის საკითხებში ტრენინგი გამართეს. მათ გამომძიებლებს პრაქტიკული გამოცდილება გაუზიარეს და დეტალურად განიხილეს ყალბი ფულის ბანკნოტების ტექნიკური მახასიათებლები.

მხარეებმა აღნიშნეს, რომ მსგავსი სახის შეხვედრები და ტრენინგები ხელს შეუწყობს საქართველოს აშშ-თან, როგორც მის სტრატეგიულ პარტნიორთან, თანამშრომლობის გაღრმავებასა და ფინანსური დანაშაულების წინაამდეგ ბრძოლის სფეროში გამოცდილების გაზიარებას”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო