სავაჭრო პალატამ პროექტის "100 ვებ-გვერდი ბიზნესს" პრეზენტაცია გამართა

საქართველოს სავაჭრო პალატა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობისთვის, მიუნხენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო-სამრეწველო პალატის მხარდაჭერითა და საქართველოს ბანკთან პარტნიორობით პროექტს „100 უფასო ვებ-გვერდი ბიზნესს“ ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში, გამარჯვებული მეწარმეებისთვის უზრუნველყო: ვებ-გვერდის დამზადება, ვებ-გვერდის მართვის ტრენინგ კურსები, ერთწლიანი უფასო დომენი, ჰოსტინგი და ტექნიკური მხარდაჭერა.

პროექტის მიზანია, საქართველოს მასშტაბით ხელი შეუწყოს ბიზნესის გაციფრულების პროცესსა და ელ-კომერციის განვითარებას.

„მეწარმეებს მათ პროდუქტებზე მორგებული ვებ-გვერდების შექმნაში „შპს ინტეგრალი“ დაეხმარება. საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კი, პროექტის მონაწილე კომპანიები ახალშექმნილ ვებ-გვერდებზე ელ-კომერციის ფუნქციონალის ჩაშენებას შეძლებენ, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს აღნიშნული ბიზნესების სამომავლო განვითარებას.

პროექტის პრეზენტაცია და გამარჯვებულ მეწარმეებთან შეხვედრა გაიმართა სასტუმრო ,,შერატონ მეტეხი პალასში’’, სადაც ღონისძიების პარალელურად, მეწარმეების პროდუქციის გამოფენა მოეწყო.

ღინისძიება სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა, გიორგი პერტაიამ გახსნა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს