ვილნიუსში ადვოკატთა საერთაშორისო ასოციაციის მმართველი საბჭოს სხდომა გაიმართა

ვილნიუსში, საერთაშორისო ადვოკატთა ასოციაციის (International Bar Association/IBA) მმართველი საბჭოს სხდომა გაიმართა.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ინფრომაციით, რომელშიც საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, დავით ასათიანი და აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი ჭეხანი მონაწილეობდნენ.

„შეხვედრის ფარგლებში, მმართველმა საბჭომ IBA-ის ხელმძღვანელობის ანგარიშები მოისმინა და სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე იმსჯელა, მათ შორის - ადვოკატის უფლებებისა და ადამიანის უფლებების დაცვით კუთხით არსებული გამოწვევები და გადაჭრის გზები. მმართველი კომიტეტის შეხვედრის ერთ-ერთ მთავარ საკითხს უკრაინაში რუსეთის აგრესიული ომი და უკრაინის მხარდასაჭერად ადვოკატთა საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ გადასადგმელი დამატებითი ნაბიჯები წარმოადგენდა.

მმართველი საბჭოს შეხვედრების პარალელურად, დავით ასათიანმა მონაწილეობა მიიღო IBA-ის პოლიტიკის კომიტეტის სხდომაში, რომლის წევრადაც ის 2021 წლის მარტში აირჩიეს. პოლიტიკის კომიტეტი მუშაობს და გადაწყვეტილებებს იღებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა - ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის დაცვა, ასევე, იურიდიული პროფესიის ინტერესების მხარდაჭერა მსოფლიოს მასშტაბით.

IBA ადვოკატების, ადვოკატთა ასოციაციებისა და იურიდიული საზოგადოებების წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც 1947 წელს დაარსდა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შექმნიდან მალევე. IBA-ის მიზანია, წვლილი შეიტანოს გლობალური სტაბილურობისა და მშვიდობის დამკვიდრებაში მართლმსაჯულების განხორციელების გზით. IBA აერთიანებს 190-ზე მეტ ადვოკატთა ასოციაციასა და 80 ათასზე მეტ ადვოკატს მსოფლიოს მასშტაბით“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა