ბრიუსელში გამართული სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ზურაბ აბაშიძემ CORLEAP-ის წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა

ევროპის რეგიონთა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ზურაბ აბაშიძემ, ბრიუსელში მიმდინარე კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს წარმომადგენელი რეგიონთა კომიტეტის ოფისსაც ეწვია, სადაც აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონული კონფერენციისა და ევროპული საგარეო საქმეთა სამსახურის (EEAS) წარმომადგენლებთან გამართა შეხვედრა.

„მხარეებმა „CORLEAP“-ში მონაწილეობისა და ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე იმსჯელეს და ამ მიმართულებით სამომავლო გეგმები განიხილეს.

ზურაბ აბაშიძემ უკრაინის საკითხებზე ევროპის რეგიონთა კომიტეტის (CoR) სამუშაო ჯგუფის შეხვედრაშიც მიიღო მონაწილეობა, რომლის ფარგლებშიც, ჯგუფის ხელმძღვანელს, ქალაქ გდანსკის მერს ალექსანდრა დულკიევიჩსა და ევროკავშირში უკრაინის მისიის ხელმძღვანელს ვსევოლოდ ჩენცოვს შეხვდა.

გდანსკის მერმა სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და საუბრისას, ზურაბ აბაშიძეს შეხვედრაში მონაწილეობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა პირადად გადაუხადა.

აღსანიშნავია, რომ საქართველო 2022 წლის ოქტომბრიდან ევროპის რეგიონთა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციის (CORLEAP) თანათავმჯდომარე ქვეყანა გახდება.

„CORLEAP“-ში აღმოსავლეთ პარტნიორობის 5 ქვეყანა – საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, სომხეთი და აზერბაიჯანია წარმოდგენილი. ყოველწლიური როტაციის მიხედვით, თანათავმჯდომარის სტატუსს, ამჯერად საქართველო გადმოიბარებს.

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (NALAG), აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონთა კონფერენციაში (CORLEAP) 2011 წელს გაწევრიანდა, მასში მონაწილე ქართული დელეგაციის ახალი შემადგენლობა კი, ათეა-ს აღმასრულებელმა საბჭომ მიმდინარე წლის მარტში დაამტკიცა”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო