სააკაშვილის ადვოკატის განცხადებით, შეეცდებიან ზეწოლა მოახდინონ ექიმებზე, რათა მათთვის სასურველი პოლიტიკური შედეგი მიიღონ, სააკაშვილის ჯანმრთელობის პრობლემები ციხეში განხორციელებული არადამიანური მოპყრობის შედეგია

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ადვოკატის დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, კვლავ შეიმჩნევა სერიოზული პრობლემები, რაც სააკაშვილს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გააჩნია.

ადვოკატის განცხადებით, ჯერ არ დასრულებულა სამედიცინო გამოკვლევები, იმისთვის რომ საბოლოო დიაგნოზი დაისვას. მისივე განცხადებით, ხელისუფლება გადაწყვეტს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ნებისმიერ საკითხს და არ გაითვალისწინებენ ექიმების პოზიციას.

“მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე არანაირი პრეტენზია არ გვაქვს სამედიცინო პერსონალის ან კლინიკის მიმართ, დარწმუნებული ვართ, რომ გადაწყვეტილება მიღებული იქნება პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე. შეეცდებიან ზეწოლა მოახდინონ ექიმებზე, კლინიკაზე, რომ მათვის სასურველი პოლიტიკური შედეგი იქნეს მიღებული. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის პრობლემები თავისით არ გაჩენილა, ეს არის მის მიმართ ციხეში განხორციელებული არადამიანური მოპყრობის შედეგი. ასეთ სიტუაციაში ხელისუფლებას ათმაგად მეტი პასუხისმგებლობა გააჩნია პირის ჯანმრთელობაზე ზრუნვის, მაგრამ სამწუხაროდ, ამის ნიშნები ჯერჯერობით არ იკვეთება”,- განაცხადა საძაგლიშვილმა.

კითხვაზე, შეუძლია თუ არა მიხეილ სააკაშვილს გადაადგილება და კომუნიკაცია, მან უპასუხა, რომ შეხვედრისას ყოფილი პრეზიდენტი ლოგინში იწვა და არც უცდია წამოდგომა. რაც შეეხება კომუნიკაციის საკითხს, სურვილი მას გააჩნია, მაგრამ კომუნიკაციაზე აისახება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს