„არემჯიმ “ CSR FORUM 2022-ზე კომპანიის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა

სასტუმრო მერიოტმა მედია ჰოლდინგ The FINANCIAL-ის მიერ ორგანიზებული CSR FORUM 2022-ს უმასპინძლა, რომელზეც ბიზნესლიდერებმა წელს არსებულ გამოწვევებზე და კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობაზე ისაუბრეს. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „არემჯი“ ავრცელებს.

მათი თქმით, რიგით მე-7 ფორუმზე, კომპანიის კორპორაციულმა დირექტორმა, კახაბერ მჭედლიშვილმა საზოგადოებას მიმდინარე CSR პროექტები წარუდგინა, რომელთაც კომპანია ადგილობრივების მხარდასაჭერად ახორციელებს.

„ვფიქრობ, რომ CSR FORUM ბიზნესებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომელიც ხელს უწყობს კორპორაციული პასუხისმგებლობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და მის დანერგვას, როგორც მცირე, ასევე მსხვილი ბიზნესის ყოველდღიურ საქმიანობაში. მოხარული ვარ, რომ უკვე მეორედ გვაქვს საშუალება გავუზიაროთ საზოგადოებას ჩვენი კომპანიის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებული CSR პროექტები და მათი შედეგები, რომელიც 70-მდე მიმდინარე CSR პროექტს და 3000-მდე ბენეფიციარს აერთიანებს.“- „არემჯის“ კორპორაციულმა დირექტორმა კახაბერ მჭედლიშვილმა განაცხადა.

ასევე, CSR ფორუმზე დამსწრე საზოგადოების წინაშე, გაერთიანება ღვინო ბოლნისის დამფუძნებელი გურამ აქვოფაშვილიც წარსდგა, რომელმაც ბოლნისელ მეღვინეთა გაერთიანების მიღწევებზე, საერთაშორისო წარმატებაზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

„არემჯი“ ჩვენი ძლიერი პარტნიორია, რომელიც აქტიურად გულშემატკივრობს ბოლნისურ მეღვინეობას და ხელს უწყობს მის განვითარებას. სწორედ ჩვენი პარტნიორობის შედეგად, რომელიც 2018 წელს დაიწყო, ბოლნისურ ღვინოს უკვე აქვს ცნობადობა, როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო ბაზარზე. მოხარული ვარ, რომ მოგვეცა საშუალება CSR ფორუმზე ბიზნეს საზოგადოებას გავაცნოთ ბოლნისი, ჩვენი გაერთიანება და ბოლნისური ღვინოები“, - გაერთიანება ღვინო ბოლნისის დამფუძნებელმა, გურამ ავქოფაშვილმა განაცხადა.

მათივე თქმით, CSR ფორუმი The FINANCIAL -ის ორგანიზებით და UNDP-სა და საქართველოს პრეზიდენტის მხარდაჭერით უკვე მეშვიდე წელია ტარდება და ბიზნესებს საშუალებას აძლევს ერთმანეთს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიდგომები და შედეგები გაუზიარონ.

ცნობისთვის, 2018 წლიდან კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა „არემჯის“ საქმიანობაში სტრატეგიული მნიშვნელობის მიმართულებად ჩამოყალიბდა. 2012 წლიდან დღემდე „არემჯიმ“ 20 მლნ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა კულტურის, სპორტის, განათლების, ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრები შემოქმედებითი ახალგაზრდების, ადგილობრივი სპორტული და კულტურული წრეების, ასევე მცირე მეწარმეების ხელშეწყობისა და მხარდაჭერის კუთხით.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს