ხატია დეკანოიძე - კობახიძის განცხადებები სულ უფრო არასერიოზული ხდება - ხელს მოვაწერთ საერთო წერილს, რომელიც ბრიუსელში გაიგზავნება

კობახიძის განცხადებები სულ უფრო არასერიოზული ხდება - ოპოზიციის მთავარი ამოცანაა, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ, ხელს მოვაწერთ საერთო წერილს, რომელიც ბრიუსელში გაიგზავნება,- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, ისინი ევროპელ პარტნიორებს კანდიდატის სტატუსის მიღების აუცილებლობაზე ესაუბრებიან და ხელისუფლების ბრალდებები სასაცილოა.

"სასაცილოა ასეთი განცხადებები, თუ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით რაიმე დაბრკოლება არსებობს, ეს არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, ჩვენ ვნახეთ მათი ანტიდასავლური, ანტიამერიკული განცხადებები, სადაც ევროპარლამენტარებს კრიმინალებს უწოდებენ, მაგალითად, კარლ ბილტს უწოდებენ კრიმინალს და ა.შ. ამიტომ სულ არ მაინტერესებს კობახიძის განცხადებები, ჩვენი მთავარი ამოცანა რაც არის, არის ის, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ, ჩვენ ამაზე ვესაუბრებით ევროპელ პარტნიორებს, ჩვენი პარტია მიდის ბრიუსელში და ამაზე გვექნება საუბარი. ჩვენ მოვაწერთ ხელს იმ საერთო წერილს, რომელიც გაიგზავნება ევროკავშირში. ეს არის სასაცილო განცხადებები და მე საერთოდ არ ვუყურებ სერიოზულად ამ განცხადებებს, ბოლო დროს კობახიძის განცხადებები სულ უფრო არასერიოზული ხდება",- განაცხადა დეკანოიძემ.

ცნობისათვის, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კონკრეტული პოლიტიკოსები ოპოზიციიდან ევროკავშირში საქართველოს კანდიდატობის წინააღმდეგ აგიტაციას აწარმოებენ. ამასთან, "მოქალაქეების" დეპუტატი ლევან იოსელიანი გამოვიდა ინიციტივით, ბრიუსელში გაიგზავნოს წერილი, სადაც ოპოზიცია ადასტურებს მხარდაჭერას, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა