არჩილ თალაკვაძე - ფაქტებით და არგუმენტებით ვისაუბრებთ ოპოზიციასთან - ანგარიშების ყდებით, სადაც გვარები წერია, შეხვედრებით, განცხადებებით, რომელ საერთაშორისო ეთერებში იჯდნენ და ლაპარაკობდნენ საქართველოს წინააღმდეგ, ხვალ მოისმენთ

თავის ანგარიშების ყდებით, სადაც გვარები წერია, თავის შეხვედრებით, თავის განცხადებებით, რომელ საერთაშორისო ეთერებში იჯდნენ და ლაპარაკობდნენ საქართველოს წინააღმდეგ, ხვალ მოისმენთ დებატების დროს,- ასე პასუხობს პარლამენტის ვიცე- სპიკერი არჩილ თალაკვაძე ჟურნალისტების კითხვას, დაასახელებენ თუ არა იმ პირების ვინაობას, ვინც მათი თქმით, საერთაშორისო პარტნიორებთან ევროკავშირში საქართველოს კანდიდატობის წინააღმდეგ აგიტაციას აწარმოებენ.

თალაკვაძის თქმით, დებატებისთვის მომზადებულნი არიან არგუმენტებით.

"მომზადებული ვართ მაგრად ამ დებატებისთვის. ძალიან სერიოზული საკითხები გვაქვს, სერიოზული არგუმენტები. ხვალ ჩატარდება თუ დღეს, საზოგადოება დაინახავს, ვინ იცავს რეალურად ევროპულ ღირებულებებს ქვეყანაში, კონკრეტული ფაქტებით და არგუმენტებით ვისაუბრებთ ოპოზიციასთან.

საბოლოო ჯამში, ძალიან კარგია, რომ ოპოზიციამ საპარლამენტო არჩევნებიდან 2 წლის მერე მაინც დაიწყო რეგლამენტით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენება, რომელიც ჩვენ შემოვიტანეთ. ყველა კონკრეტული საკითხით ვართ მომზადებული დებატისთვის”, - განაცხადა თალაკვაძემ.

კითხვაზე დაასახელებენ თუ არა კონკრეტული პირების გვარებს, ვინც მათი თქმით, ევროპელ პარტნიორებს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ნეგატიური გადაწყვეტილების მიღებას სთხოვდა, თალაკვაძე აცხადებს, რომ ხვალ ამას მოისმენენ.

"მაგასაც, თავის ანგარიშების ყდებით, სადაც გვარები წერია მათი, თავის შეხვედრებით, თავის განცხადებებით, რომელ საერთაშორისო ეთერებში იჯდნენ და ლაპარაკობდნენ საქართველოს წინააღმდეგ, ხვალ მოისმენთ დებატების დროს",- განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისათვის, "ქართული ოცნების" თავჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კონკრეტული პოლიტიკოსები ოპოზიციიდან ევროკავშირში საქართველოს კანდიდატობის წინააღმდეგ აგიტაციას აწარმოებენ.

ამასთან, "მოქალაქეების" დეპუტატი ლევან იოსელიანი გამოვიდა ინიციტივით, ბრიუსელში გაიგზავნოს წერილი, სადაც ოპოზიცია ადასტურებს მხარდაჭერას, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა