„ოკუპირებულ აფხაზეთში ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთა უფლებრივი მდგომარეობის“ შესახებ სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, „ოკუპირებულ აფხაზეთში ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთა უფლებრივი მდგომარეობის“ შესახებ სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა.

მათივე ცნობით, კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, რუსლან აბაშიძემ და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა, ნანა გაბელიამ მიმართეს.

როგორც ნანა გაბელიამ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობისა და აქტიური მუშაობის მიუხედავად, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტები ხშირია.

„დღევანდელი კონფერენციის მიზანი სწორედ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა დარღვევის პრევენციის, ინტეგრაციისა და ნდობის აღდგენის მიმართულებით დევნილ ქალთა როლის გაძლიერების, სამშვიდობო პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობის შესახებ საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმირებულობის გაზრდაა. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ საერთაშორისო ექსპერტების, აკადემიური წრეების წარმომადგენლების და დარგის სპეციალისტების ჩართულობის აუცილებლობა საერთო საკითხის გარშემო აზრთა გაცვლის გზით პრობლემის გადაჭრის საუკეთესო საშუალებაა“, - განაცხადა ნანა გაბელიამ.

მათივე ინფორმაციით, კონფერენციას აფხაზეთის მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სახელმწიფო უწყებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე, აკადემიური წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გამომსვლელთა მოხსენებები პუბლიკაციების სახით დაიბეჭდება და დაინტერესებული პირებისთვის ხელმისაწვდომი იქნება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს