ოკუპირებულ ცხინვალში ალან გაგლოევის ე.წ. ინაუგურაცია გაიმართა

ალან გაგლოევი ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას დღეიდან შეუდგა.

ე.წ. ინაუგურაციის ცერემონია ცხინვალში, დრამატულ თეატრში გაიმართა.

გაგლოევმა „კონსტიტუციაზე“ ორ ე.წ. სახელმწიფო ენაზე - ოსურ და რუსულ ენებზე დადო ფიცი, რის შედეგად, დე ფაქტო საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ემილია გაგიევამ გაგლოევს „პრეზიდენტის“ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა გადასცა.

„პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნა მაკისრებს ყველაზე მაღალ ვალდებულებებს. ჩემთვის უმთავრესი ამოცანებია კანონის დაცვა, თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების პატივისცემა, მოქალაქეთა საყოველთაო თანასწორობა“, - განაცხადა გაგლოევმა.

ცერემონიას ეწსრებოდნენ ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერი, ჩრდილოეთ ოსეთის, ჩეჩნეთის, რუსეთის წარმომადგენლები, ასევე თვითაღიარებული რესპუბლიკების ლიდერები. სტუმარი ჰყავდათ ნიკარაგუადანაც.

გარდა ამისა, გადადგა ე.წ. მთავრობაც. საკითხი ერთადერთი იყო ე.წ. მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე, რომელიც მას შემდეგ გაიმართა, რაც ე.წ. პრეზიდენტი თანამდებობაზე მუშაობას შეუდგა.

ე.წ. პრემიერ - მინისტრის გენადი ბეკოევის განცხადებით, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. კონსტიტუციის შესაბამისი მუხლის მიხედვით, „მთავრობა“ ვალდებულია გადადგეს არჩეული „პრეზიდენტის“ მიერ თანამდებობის დაკავებისთანავე.

დე ფაქტო პრეზიდენტის ე.წ. არჩევნები ოკუპირებულ რეგიონში 8 მაისს გაიმართა, რის შედეგადაც გაგლოევმა ხმათა 56.09 % დააგროვა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა