პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეუთოს გენერალურ მდივანს ჰელგა მარია შმიდს შეხვდა

საქართველოსა და ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) შორის თანამშრომლობა, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციის გენერალური მდივნის ჰელგა მარია შმიდის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ამავე ინფორმაციის თანახმად, პრემიერ-მინისტრმა ეუთოს გენერალურ მდივანს საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისა და ომით გაყოფილ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის პროცესში გაწეული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა ეუთოს თანათავმჯდომარეობის როლს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების შემდგომი რაუნდის უახლოეს მომავალში ჩატარების აუცილებლობას.

აღინიშნა, რომ მიუხედავად უსაფრთხოების და ჰუმანიტარული კუთხით არსებული რთული გამოწვევებისა, საქართველოს მთავრობა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესის ერთგული რჩება.

ირაკლი ღარიბაშვილმა და ჰელგა მარია შმიდმა უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებზე ისაუბრეს. პრემიერ-მინისტრმა უკრაინის მიმართ სოლიდარობა კიდევ ერთხელ დაადასტურა და ომის უმოკლეს ვადაში დასრულების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა