თბილისში ექსპოზიცია - "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" გაიხსნა

კლუბ "ხიდი"-ში ქართველების გენოციდის ინტერაქტიური ექსპოზიცია - "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" გაიხსნა.

ორგანიზატორების თქმით, ექსპოზიციის მიზანი 1992-1993 წლებში ქართველების წინააღმდეგ რუსეთის მიერ ჩადენილი გენოციდის აღიარების კამპანიის წამოწყებაა.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, რუსეთმა ის ბოროტება, რასაც ახლა უკრაინაში ჩადის, მანამდე აფხაზეთში ჩაიდინა და იმისათვის, რომ ბოროტება ბოლომდე დამარცხდეს, მისი მხილება ყველამ უნდა სცადოს.

„ეს არის ამ ბოროტების მხილება და მე მგონია, რომ მორალურადაც და პრაგმატულადაც ძალიან მნიშვნელოვანია, როცა იგივე მტერი ჩვენს თავისუფლებას და სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის, ჩვენი საზოგადოების შიგნით, ჩვენმა თაობამ და შემდეგმა თაობამაც, ეს ისტორია იცოდეს. ამის გარეშე ჩვენ მომავალი ვერ გვექნება. ყველა ვინც პირდაპირ ჩვენს მტერს ხელს უწყობს, მორალურად ბოლომდე გარიყული უნდა იყოს. ეს არის იარაღი ამ ბოროტების წინააღმდეგ“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ვიზიტორებს კლუბ „ხიდი“-ში ორი დღის განმავლობაში შეეძლებათ, 1992-1993 წლებში აფხაზეთში რუსული აგრესიისა და სისასტიკის შესახებ რეალური ისტორიები მოისმინონ. ასევე, შესაძლებლობა ექნებათ, საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ უცნობი, რეალური ფოტო და ვიდეო-მასალა იხილონ.

ექსპოზიციის ნახვა 25 მაისს, 10:00 საათიდან 22:00 საათამდე, ხოლო 26 მაისს, 12:00 საათიდან 18:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან "თავისუფლების ინსტიტუტი", "ტაბულა", "ამომრჩეველთა განათლების საზოგადოება", "ევროპული საქართველო" და "აფხაზთა კრება".

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
არჩილ მორჩილაძე - კარგი იქნება, თუ სახელმწიფო, ჯანმრთელობის ხარისხის საერთაშორისო საზოგადოების ISQua-ს მიერ აკრედიტებული სტანდარტების შესაბამისად განაახლებს დღეს არსებულ სანებართვო პირობებსა და რეგულაციებს
ჰიუნდაი ავტო საქართველოს შეთავაზება ბესტსელერ მოდელებზე გრძელდება
ლიბერთის Mastercard ბარათით გადახდისას, „ზოდიში“ ყველაზე მაღალი ქეშბექი ბრუნდება
საქართველოსა და რეგიონში პირველად, „სელფის“ 5G ქსელი უკვე დეკემბერში იქნება ხელმისაწვდომი
„მისო ევროკრედიტმა“ საინაუგურაციო ობლიგაციები გამოუშვა
ბელგიის სამეფოში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის, ალექსანდრე ქიზიყურაშვილის ინიციატივით მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი გადაიღეს