შრომის უსაფრთხოების თემაზე ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებისთვის ტრენინგი მოეწყო

შიდა ტურიზმის ხელშეწყობისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართული კერძო სექტორის წარმომადგენლებისათვის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტრენინგების კურსს განაგრძობს. ამჯერად ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ შრომის ინსპექციის სამსახურთან ერთად შრომის უსაფრთხოების თემაზე ტრენინგი გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სულ გადამზადებას მომსახურების სფეროს 120-მდე წარმომადგენელი გაივლის. ანალოგიური ტრენინგი აჭარაში, კახეთსა და იმერეთში გაიმართება.

„მსგავსი ტიპის ღონისძიებების გამართვა მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ სამუშაო ადგილებზე შეიქმნას ჯანსაღი და უსაფრთხო სამუშაო გარემო, ამის გარანტი არის ორგანიზაციაში შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, რომლის პასუხისმგებლობაც არის ამ გარემოს შექმნა. ჩვენ დღეს განვიხილავთ ვინ შეიძლება გახდეს უსაფრთხოების სპეციალისტი, რა უფლება მოვალეობები ეკისრება მას და როგორ შეიძლება მან შექმნას სამუშაო ადგილებზე ჯანსაღი გარემო,“-განაცხადა ქეთევან დარციმელიამ - შრომის უსაფრთხოების აკრედიტებულ პროგრამაზე ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა.

„ეს ტრენინგები, რომელსაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ატარებს მნიშვნელოვანია ჩვენი სფეროს წარმომადგენლებისთვის, განსაკუთრებით კი იმ პერიოდში, როდესაც ყველანი ძალიან მონატრებულები ვართ შეკრებებს, სემინარებს, ჩვენ ამ ტრენინგებზე მონაწილეობით ვიძენთ ცოდნას და ვიღებთ გამოცდილებას“,-ამბობს სასტუმრო “ბიოგრაფის” მენეჯერი ქეთევან ლოლაძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა