26 მაისს, 15 ქალაქში სამხედრო ტექნიკა გამოიფინება, დაგეგმილია საჰაერო კომპონენტის ჩვენებაც - დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად შესრულდება ევროკავშირის ჰიმნი

თავისუფლების მოედანზე, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებასთან დაკავშირებით გენერალური რეპეტიცია მიმდინარეობს. ხვალ, 26 მაისს, ღონისძიება რუსთაველის გამზირზე 11:00 საათზე დაიწყება, რის ფარგლებშიც, 12:00 საათზე წვევამდელები ფიცს დადებენ, 20:30 საათზე კი გალა კონცერტი გაიმართება.

ფიცის დადების საზეიმო ღონისძიება თბილისის გარდა 5 რეგიონშია დაგეგმილი, 15 მუნიციპალიტეტში კი სამხედრო ტექნიკა გამოიფინება. ასევე მოხდება საჰაერო კომპონენტების ჩვენება, სამხედროები კი ახალი აღჭურვილობით გამოჩნდებიან.

წლევანდელ ღონისძიებაში ევროკავშირის წევრი ქვეყნები და ამერიკის ელჩი მიიღებენ მონაწილეობას, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიულოცავენ. 26 მაისის აღნიშვნის ისტორიაში პირველად შესრულდება ევროკავშირის ჰიმნი, საქართველოს ჰიმნს კი ბავშვთა კაპელა შეასრულებს.

„საქართველოს თავდაცვის ძალები ემზადება 26 მაისის ღონისძიების აღსანიშნავად, დღეს გაიმართება გენერალური რეპეტიცია. ხვალ ყველა დიდ ქალაქში მოხდება ტექნიკისა და შეიარაღების გამოფენა, ასევე თბილისის გარდა 5 ლოკაციაზე გაიმართება სამხედრო ფიცის დადება. გვექნება საჰაერო კომპონენტების ჩვენება, როგორც სუ 25-ების, ასევე მი 24-ების და იროკეზების, რომელივ არის მოდერნიზებული. ჩვენი პირადი შემადგენლობა წარმოდგენილი იქნება ახალი შეიარაღებით, აღჭურვილობით და სამხედრო ტექნიკით. ერთი ბატალიონის ზომის ქვედანაყოფი დადებს სამხედრო ფიცს“, - აღნიშნა ჯონი ტატუნაშვილმა.

პაატა ზაქარეიშვილი - ხელისუფლება თავისი პოლიტიკით საქართველოსა და კავკასიაში  რუსეთის პოზიციებს აძლიერებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2023
ლევან  შენგელია - საქართველოს შემთხვევაში „სუვერენული დემოკრატია“ საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციის ხასიათსაც ატარებს და ის აშკარად არ არის დასავლეთისკენ მიმართული
Apple-ისთვის პროგრამული ენის შესასწავლად BTU IOS LAB-ში საბავშვო კოდინგის კურსი დასრულდა
ბორუსან კატმა კოლეჯ „სპექტრში“ სასწავლო ცენტრი გახსნა
კახა ოქრიაშვილი NDI-ის კვლევაზე - მოსახლეობის ნახევარი უმუშევარია - აი, ეს არის სიმართლე
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთი 2023 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ოფიციალური პარტნიორია