სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება რეგიონებში ახორციელებს პროექტს, რომლის მიზანი საქართველოში იმუნიზაციის მაჩვენებლების გაზრდაა

სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება გაეროს ბავშვთა ფონდის დახმარებით, რეგიონებში ახორციელებს პროექტს, რომლის მიზანი საქართველოში იმუნიზაციის მაჩვენებლების გაზრდაა, - ამის შესახებ ინფორმაციას სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გაეროს ბავშვთა ფონდის და საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების ერთობლივი პროექტი დაიწყო 2022 წლის 2 აპრილს და მასში ჩართულია ჯანდაცვის სფეროს 3000-მდე წარმომადგენელი, მათ შორის ოჯახის ექიმები, სოფლის ექიმები, პედიატრები და ზოგადი პროფილის ექიმები.

„ექიმები მიიღებენ უახლეს ინფორმაციას კოვიდ-19-ის ვაქცინაციის და ზოგადად იმუნიზაციის შესახებ. ინიციატივის მხარდამჭერები არიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი.

პროექტი ითვალისწინებს საქართველოს ცხრა რეგიონის დიდ ქალაქებსა და მუნიციპალურ ცენტრებში სესიების ჩატარებას, შეხვედრას გაუძღვებიან საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების სხვადასხვა პროფილის კლინიკური და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტები.

საქართველოს ცხრა რეგიონის ექიმები მიიღებენ ინფორმაციას ვაქცინაციის მტკიცებულებაზე დაფუძნებული კლინიკური ასპექტების (მათ შორის კოვიდ-19-ის ვაქცინის) შესახებ და გაივლიან ტრენინგს ინტერპერსონალური კომუნიკაციის უნარ-ჩვევებსა და მიდგომებში.

2021 წლის დეკემბერში გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებულმა მონიტორინგმა აჩვენა, რომ არავაქცინირებულ რესპონდენტთა დაახლოებით 33 პროცენტი სავარაუდოდ არ ჩაიტარებს ვაქცინაციას, ხოლო 35 პროცენტს ეს ჯერ არ ჰქონდა გადაწყვეტილი.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის პანდემიამ საქართველოში (ისევე როგორც მთელ მსოფლიოში) გაამძაფრა სკეპტიციზმი რუტინული აცრების მიმართ (2020 წელს მსოფლიოში 23 მილიონმა ბავშვმა ვერ მიიღო რუტინული აცრები).

2021 წელს საქართველოში დყტ (დიფტერია, ყივანახველა, ტეტანუსი) - 3 მოცვის მაჩვენებელი 88%-მდე, ხოლო წწყ (წითელა, წითურა, ყბაყურა) 2-ის კი 81% დე დაეცა, ნაცვლად სამიზნე 95%-ისა.

აღნიშნული კამპანიის ერთერთი ამოცანა რუტინული აცრების მიზნობრივი მაჩვენებლების ჩავარდნის რისკების შემცირებაა.

2 აპრილის შემდეგ, შეხვედრები უკვე გაიმართა აჭარაში, იმერეთში, გურიაში, კახეთში და სამეგრელოში. მომდევნო შეხვედრა იმართება სამცხე ჯავახეთის ექიმებისთვის ბორჯომში 27-28 მაისს“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა