საერთაშორისო ახალგაზრდული პროგრამის, Social Impact Award-ის საკონკურსო განაცხადების მიღება სრულდება

საერთაშორისო ახალგაზრდული პროგრამის, Social Impact Award-ის საკონკურსო განაცხადების მიღება სრულდება. ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, დაინტერესებულმა მონაწილეებმა სოციალური ბიზნესიდეები, პროექტის სახით, ონლაინ პლატფორმაზე უნდა წარადგინონ: https://apply.socialimpactaward.net/georgia/.

„თიბისის“ განმარტებით, განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 29 მაისი.

„შემოსული განაცხადების საფუძველზე დამოუკიდებელი ჟიურის მიერ შერჩეული 6 ფინალისტი გუნდი გაივლის ორთვიან ინკუბაციას და ინდივიდუალური მენტორების დახმარებით დახვეწენ ბიზნესმოდელს, შეადგენენ ბიზნესგეგმებს და მოემზადებიან ფინალისთვის. პროგრამის ბოლო ეტაპზე გამოვლინდებიან გამარჯვებული გუნდები, რომლებიც მიიღებენ ფინანსურ მხარდაჭერას ბიზნესიდეების განსახორციელებლად და მონაწილეობას მიიღებენ Social Impact Award-ის საერთაშორისო სამიტზე, რომელიც წელს ვენაში (ავსტრიაში) გაიმართება.

Social Impact Award-ის ფარგლებში სამუშაო შეხვედრები თბილისსა და საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის უკვე გაიმართა. სამუშაო სესიებზე მონაწილეებმა იმუშავეს იდეების გენერირებაზე, ბიზნესმოდელის ჩამოყალიბებასა და ბიზნესგეგმის შედგენაზე.

სოციალური მეწარმეობის მიმართულებით ყველაზე მასშტაბური სტუდენტური პროგრამა 20-მდე ქვეყანაში ერთობლივად ხორციელდება და ორიენტირებულია სტუდენტების განათლებაზე სოციალური მეწარმეობის დარგში. პროგრამა ახალგაზრდებს სთავაზობს საგანმანათლებლო კურსს საკუთარი ბიზნესიდეების განსახორციელებლად. პროგრამის განმავლობაში სტუდენტები გადიან მთელ პროცესს იდეის გენერირებიდან, ბიზნესგეგმის შედგენამდე, რაც მათ აძლევს შესაძლებლობას რეალურად წამოიწყონ სოციალური ბიზნესი.

„იმფაქთ ჰაბ თბილისმა“ პროგრამა Social Impact Award-ის განხორციელების ლიცენზია 2017 წელს მიიღო და უკვე მეექვსე წელია ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას წამოიწყონ სოციალური ბიზნესი. ამ ხნის განმავლობაში პროგრამაში საერთო ჯამში ჩაერთო 1200+ სტუდენტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან; ინკუბაცია გაიარა 130-მდე ახალგაზრდამ (40 გუნდი), გამოვლინდა 20 გამარჯვებული გუნდი, რომელსაც გადაეცა დაფინანსება სოციალური ბიზნესსაქმიანობის წამოსაწყებად. ყველა გამარჯვებული პროექტი აქტუალურ სოციალურ პრობლემას ეხმაურება და მათი გადაჭრის ინოვაციურ გზებს გვთავაზობს.

პროგრამა „თიბისის“ პროგრამა სტარტაპერისა და Mercy Corps-ის მხარდაჭერით ხორციელდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს