ადვოკატი - ვფიქრობ, შეუზღუდავად, დღეიდან უნდა შეეძლოთ მიხეილ სააკაშვილს ექსპერტიზა ჩაუტარონ

ვფიქრობ, შეუზღუდავად, მათ შორის, დღეიდან უნდა შეეძლოთ მიხეილ სააკაშვილს ექსპერტიზა ჩაუტარონ,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მასთან ექსპერტიზის ჩასატარებლად შესაძლოა, რამდენიმე ვიზიტი იყოს საჭირო.

„ეს გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია დაცვის მხარისთვის, რადგან ის გვაძლევს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის ექსპერტიზის შესაძლებლობას. ბუნებრივია, ამან რაიმე ტიპის ილუზიები არ უნდა შეგვიქმნას, ეს არის ძალიან მცირე პოზიტიური ნაბიჯი, რაიმე განსაკუთრებული მოლოდინი ბუნებრივია, ამ გადაწყვეტილებამ არ უნდა შეგვიქმნას, რადგან ეს იყო არა მართლმსაჯულების აქტი, არამედ იძულებითი ღონისძიება.

კანონით დადგენილი ვადები არ არის, თუმცა, იმედი მაქვს, პენიტენციური სამსახური დანაშაულს აღარ ჩაიდენს უკვე და ექსპერტებს დაბრკოლებას აღარ შეუქმნის, რადგან ეს იქნება არამხოლოდ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის დარღვევა, არამედ სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა, რაც სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას იწვევს. ვფიქრობ, შეუზღუდავად, მათ შორის, დღეიდან უნდა შეეძლოთ მიხეილ სააკაშვილს ექსპერტიზა ჩაუტარონ. ექსპერტიზის ჩატარება შეიძლება მხოლოდ ერთ ვიზიტს მოიცავდეს, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ სააკაშვილის მდგომარეობა ძალიან რთულია, ალბათ, ექსპერტიზას როგორც მინიმუმ, რამდენიმე ვიზიტი დაჭირდება",- განაცხადა თუთბერიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა