შალვა პაპუაშვილი ამერიკელ ხალხს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამერიკელ ხალხს სამძიმარს უცხადებს.

„გულსატკენი სანახავია ტექსასის შტატში, უვალდეში, რობის დაწყებით სკოლაში მომხდარი გაუგონარი მასობრივი ტრაგედია, რომელსაც უდანაშაულო მოსწავლეების სიცოცხლე შეეწირა. სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს და ამერიკელ ხალხს”- წერს სალვა პაპუასვილი „ტვიტერზე“.

აშშ-ის ტეხასის შტატის დაწყებით სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილია 19 ბავშვი და 2 ზრდასრული ადამიანი.

გავრცელებული ინფორმაციით, დაიღუპა თავდასხმაში ეჭვმიტანილი 18 წლის პირიც.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს