მარიამ ქვრივიშვილი - „ლუფტჰანზა ჯგუფთან“ ჰოლდინგში შემავალი სხვა ავიაკომპანიების: Brussels Airlines-ის, Austrian-ის, Swiss- ის საქართველოში შემოსვლა განვიხილეთ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი ენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში LUFTHANSA GROUP-ის გაყიდვების უფროსს პეტერ პულემსა და რეგიონულ მენეჯერ, კარსტენ ცანგს შეხვდა, რომლებიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან.

შეხვედრაზე საუბარი წარიმართა LUFTHANSA GROUP-ის სამომავლო საქმიანობაზე საქართველოში. აღინიშნა, რომ გერმანული საავიაციო ჰოლდინგი განიხილავს საქართველოს ბაზარზე ჯგუფში შემავალი სხვა ავიაკომპანიებით ოპერირებას, რაც დამატებით ევროპის სხვა ქალაქების მიმართულებებით ფრენების დაწყებას ითვალისწინებს. ამ ეტაპზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან კვირაში 7 სიხშირით პირდაპირ რეგულარულ ფრენებს მიუნხენის მიმართულებით ავიაკომპანია LUFTHANSA ასრულებს, ხოლო დიუსელდორფის მიმართულებით LUFTHANSA GROUP-ში შემავალი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია EUROWINGS - ი, რომელიც ზაფხულის სეზონიდან ფრენებს შტუტგარდი-თბილისის მიმართულებითაც იწყებს. ასევე მაინის ფრანკფურტი-თბილისის რეისს ასრულებს კიდევ ერთი გერმანული ავიაკომპანია „კონდორ ეარლაინსი“.

„შეხვედრაზე გერმანული ჰოლდინგის მხრიდან ძალიან დადებითად შეაფასდა საქართველოში სამოქალაქო ავიაციისა და ტურიზმის აღდგენის არსებული დინამიკა მიმდინარე წელს, ასევე გაზრდილი მგზავრთნაკადი, რომელიც „ლუფტჰანზას ჯგუფში“ შემავალ ავიაკომპანიებს აქვთ საქართველოს მიმართულებით. ჩვენ ერთობლივად განვიხილეთ ის შესაძლებლობა, რომ „ლუფტჰანზას“ ჰოლდინგში შემავალმა ახალმა ავიაკომპანიებმა დაიწყონ საქართველოში ოპერირება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უახლოეს მომავალში შესაძლებელია გვქონდეს პირდაპირ ავიამიმოსვლა ისეთ საინტერესო და მნიშვნელოვან მიმართულებებზე, როგორიცაა ბელგია, ავსტრია და შვეიცარია,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

„ჩვენ, ლუფთჰანზა ჯგუფს, ძალიან გვიხარია ქართული ავიაბაზარზე განვითარება, მათ შორის დიუსელდორფში, შტუტგარტსა და მიუნხენში ფრენების დაწყების მხრივ. ლუფთჰანზა უკვე საკმაოდ დიდი ხანია ოპერირებს საქართველოში და ვხედავთ ძალიან კარგ განვითარებას მრავალი მიმართულებით. ჩვენ ვგეგმავთ მომავალ წელს დავამატოთ ერთი ან მეტი ოპერატორი - შესაძლოა, Brussels Airlines , Austrian Airlines, Swiss International AirLines და ასევე, ახალი მიმართულებები. ახლა ეკონომიკის სამინისტროსთან განიხილავთ, თუ როგორ შეიძლება ეს განხორციელდეს,“ - განაცხადა ჰოლდინგის რეგიონულ მენეჯერმა კარსტენ ცანგმა.

ვიზიტის ფარგლებში, LUFTHANSA GROUP-ის წარმომადგენლებმა უკვე გამართეს შეხვედრები სსიპ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში“.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს