დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი გორისა და ხაშურის პრობაციის ბიუროებში იმყოფებოდა

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი გორისა და ხაშურის პრობაციის ბიუროებში იმყოფებოდა. ლადო ხელაძე თანამშრომლების სამუშაო გარემოსა და მათ საჭიროებებს გაეცნო.

„თანამშრომლებთან შეხვედრაზე სააგენტოს უფროსმა სააგენტოს სამოქმედო გეგმა განიხილა. თანამშრომლებს იმ მნიშვნელოვან პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში პრობაციის ოფიცრის როლის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. შეხვედრაზე დანაშაულის პრევენციის მიმართულებით დაგეგმილი პროექტები, პირობით მსჯავრდებულების კონტროლის მექანიზმის გაუმჯობესებისთვის არსებული სიახლეები და ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს“, - ნათქვამია დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა