უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე საქართველოს ტერიტორიაზე უკრაინის 20 ათასამდე მოქალაქე შემოვიდა, საიდანაც 5 500 არასრულწლოვანია

საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის ინფორმაციით, უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე საქართველოს ტერიტორიაზე უკრაინის 20 ათასამდე მოქალაქე შემოვიდა, საიდანაც 5 500 არასრულწლოვანია.

როგორც მან ბრიფინგზე განაცხადა, ის მოელის, რომ უკრაინელი ლტოლვილების საქართველოში განთავსებასთან დაკავშირებით პრობლემები არ იქნება.

“საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება თითქმის უკრაინის 20 ათასი მოქალაქე, საიდანაც დაახლოებით 5500 არასრულწლოვანია. საქართველოს მთავრობასთან კოორდინაციით, ასევე გაეროს უმაღლეს კომისართან თანამშრომლობით ვახორციელებთ ყველა ღონისძიებას, რაც საჭიროა საბაზისო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. უკრაინის მოქალაქეების ნაწილი საქართველოში უკვე სხვადასხვა სფეროშია დასაქმებული. როგორც იცით, ირაკლი ღარიბაშვილი ვარშავის კონფერენციაში მონაწილეობდა. ჩვენ მადლიერები ვართ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო გააგრძელებს მხარდაჭერას, დახმარება გაუწიოს უკრაინელი ლტოლვილებს მიღებასა და განთავსებაში, ამისთვის საქართველოს მთავრობა გამოყოფს 7 მლნ დოლარს. ველით, რომ მთავრობის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილებები უახლოეს დღეში იქნება მიღებული და უკრაინელი ლტოლვილების საქართველოში განთავსებასთან დაკავშირებით არ იქნება პრობლემები, ამას ველოდებით 2022 წლის 1-ელი ივნისიდან.

მადლობლები ვართ საქართველოს მთავრობის, კერძოდ, განათლების და მეცნიერების მინისტრის, იმ თანადგომისთვის, რაც მან გაწია უკრაინული სექტორის გახსნასთან დაკავშირებით", - აღნიშნავს კასიანოვი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა