გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 მაისს 11:00-დან 17:00 საათამდე, ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდება მომხმარებლებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ახალშენი, მჭადიჯვარი, ლამოვანი, ქვიტკირის წყარო, ციხევდავი, წიწამურა, ზემო შუახევი, ქვემო კოდისწყარო, ქისიაანი, ახალი კადოეთი, ზემო კოდისწყარო, ჭილურტი, ქვემო შუახევი.

ამავე მიზეზით, 11:00-დან 12:00 საათამდე, მომხმარებლებს ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდება სოფლებში: ჭილურტი, პეტრიანი, ებნისი, ბუჩუნტლიანი, ბურღულები, ციხისუბანი, გრემისხევი, ციგრიაანი, ქარქუშაანი, ქედელობა, არბოეთი, მიქელიანი, მჭადიჯვარი, გოძიაანი.

კომპანიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო