სხვადასხვა სამუშაოს  ჩატარების გამო, 27 მაისს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 27 მაისს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

კომპანია „თელასის“ ცნობით, ვაკის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბაგების დასახლების (ნაწილობრივ), ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის (ნაწილობრივ), წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), იმედაძის, უჩანეიშვილის, ფალიაშვილის, რამიშვილის, აბაშიძის, არაყიშვილის, ყიფშიძის, მიქელაძის, გაბაშვილის და ნინო რამიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის, თევდორე მღვდლის, სოხუმის, სპირიდონ კედიას, ცემის, ზუგდიდის, იროდიონ ევდოშვილის, ბათუმის, ფიფია ეგნატესა და ვახტანგის, ცაბაძის, ვლადიმერ ვორონინის, ფოთის, ვახუშტი ბაგრატიონის, გორის, სტანისლავსკის, ვანის, ბაქრაძის და ზესტაფონის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), სოფელი გლდანის, მუხიანის I, II, III, IVა, IVბ მიკრორაიონების, ავშნის, გობრონიძის, შენგელიას, რომელაშვილის, რეხის და ნუშის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გლდანის მასივის II მიკრორაიონის და ხიზანიშვილის ქუჩის მოსახლეობას.

სამგორის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვარკეთილი-3 I, II, IIIა მიკრორაიონების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ქვემო ალექსეევკის დასახლების, ქიზიყის და კუპრაძის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მესხეთის, ტვიშის, ნავთლუღის და ჰოლბრუკის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება სოფელი ტაბახმელას (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ფონიჭალის დასახლების (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონში, ქსელში გადართვების გამო, 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გოგებაშვილის, გუნიას, ზალდასტანიშვილის, მაყაშვილის, ანასტასია ერისთავი-ხოშტარიას, ბარნოვის, ზანდუკელის, კოსტავას, ჭოველიძის და ბელინსკის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გოგებაშვილის, გუნიას, ზალდასტანიშვილის, მაყაშვილის, ანასტასია ერისთავი-ხოშტარიას, ბარნოვის, ზანდუკელის, კოსტავას, ჭოველიძის და ბელინსკის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოსტავას, მელიქიშვილის, ნიკოლაძის და ქიაჩელის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პლატო ნუცუბიძის II, IV მიკრორაიონების, ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის IV მიკრორაიონის, გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ), თავაძის, ვარაზის და მეფე არჩილის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის და აცხადებენ, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო