„საქართველოს ბანკის“ საინვესტიციო პლატფორმას უკვე 10 000-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს

„საქართველოს ბანკის“ საინვესტიციო პლატფორმას უკვე 10 000-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. ინფორმაციას ამის შესახებ „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამჟამად, 10 ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი აქცია, რომელშიც მომხმარებლები ინვესტირებას მობილბანკიდან ახორციელებენ, ასე გამოიყურება: Tesla, Apple, Facebook , S&P 500, Coca-Cola, Microsoft, Netflix, Google, Amazon, Boqii Holding Ltd.

„მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, საინვესტიციო პლატფორმის საშუალებით, ინვესტირება იმაზე ხელმისაწვდომი და მარტივი გავხადოთ, ვიდრე ეს ოდესმე ყოფილა საქართველოში. პროდუქტის დანერგვიდან დღემდე, „ინვესტიციები“ მუდმივად ვითარდება - პლატფორმას ახალი ფუნქციონალები ემატება, დიზაინი იხვეწება, იმისთვის, რომ მისი გამოყენება კიდევ უფრო მარტივი და ინტუიტური იყოს. ჩვენ აქ არ ვჩერდებით და ამ მიმართულებით სიახლეების დანერგვას აქტიურად ვაგრძელებთ. სამომავლოდ, ვგეგმავთ მომხმარებელს მობილბანკიდან კრიპტოვალუტებით ვაჭრობაც შევთავაზოთ“, - აცხადებს „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე, ზურაბ ქოქოსაძე.

„საქართველოს ბანკმა“ Galt & Taggart -თან და საერთაშორისო ფინანსური ტექნოლოგიების პლატფორმა DriveWealth -თან პარტნიორობით, რამდენიმე თვის წინ მომხმარებელს ინვესტირების სრულიად ახალი გამოცდილება შესთავაზა. პირველად საქართველოში, „საქართველოს ბანკმა“ პირდაპირ მობილბანკიდან აშშ-ს საფონდო ბირჟებზე ინვესტირება და ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა შესაძლებელი გახადა.

„საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, „ინვესტიციები“ შესაძლებელს ხდის, სულ რამდენიმე წუთში, ონლაინ საინვესტიციო ანგარიში გახსნათ და საქართველოში ყველაზე დაბალი საკომისიოებით, $1-დან წამყვანი საერთაშორისო კომპანიების აქციებში ინვესტირება დაიწყოთ.

თუ ჯერ კიდევ არ გამოგიცდია "საქართველოს ბანკის" ინვესტიციები, გადადი ბმულზე, გაიარე მარტივი რეგისტრაცია და დაიწყე ინვესტირება მობილბანკიდან: https://mbank.bog.ge/kZ6i

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა