შალვა პაპუაშვილი - დადგება დღე, როდესაც ჩვენს აფხაზ დებთან და ძმებთან ერთად გავაგრძელებთ სულიერ და კულტურულ განვითარებას

საქართველოში გვყავს თაობა, რომელიც აფხაზეთში ცხოვრობდა, გვყავს თაობა, რომელსაც აფხაზეთი მოკლე მონაკვეთებით ახსოვს და გვყავს თაობა, რომელსაც აფხაზეთი არც უნახავს და ამიტომ, ასეთი ტიპის ღონისძიებები განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების გამოფენაზე - „ფერები აფხაზეთიდან" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილე გიორგი ვოლსკის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ღონისძიების ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, აფხაზ თანამოქალაქეებთან კავშირი უნდა შენარჩუნდეს, რათა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ, სხვადასხვა მიმართულებით განვითარება აქტიურად დაიწყოს.

„ასეთი ღონისძიების გამართვა და ზოგადად, ამ მიმართულების შენარჩუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რათა შენარჩუნდეს ის ნაპერწკალი, რომ როდესაც დადგება ჩვენი აფხაზ დებთან და ძმებთან ერთიანობის დღე, ამ ნაპერწკლიდან აინთოს სულიერი და კულტურული განვითარების ცეცხლი, რაც ყოველთვის ახასიათებდა აფხაზეთს. გამოფენა თემატურადაც მნიშვნელოვანია - ასახულია აფხაზეთთან დაკავშირებული მოგონებები, ემოცია და ფერები. საქართველოს პარლამენტის სახელით, ვუდასტურებ სრულ მხარდაჭერას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ამასთან, შალვა პაპუაშვილის თქმით, აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების გამოფენა მნიშვნელოვანია საქართველოს დამოუკიდებლობის დღის კონტექსტშიც, რომელსაც ქვეყანა 26 მაისს აღნიშნავს.

ლევან  შენგელია - საქართველოს შემთხვევაში „სუვერენული დემოკრატია“ საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციის ხასიათსაც ატარებს და ის აშკარად არ არის დასავლეთისკენ მიმართული
ქართული პრესის მიმოხილვა 30.01.2023
გია ხუხაშვილი - „ოცნებამ“ „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარედ მისთვის ყველაზე კომფორტული პიროვნება მიიღო, ამიტომ იყო, რომ მმართველი გუნდი ხაბეიშვილს გულშემატკივრობდა
კახა ოქრიაშვილი - ჩვენი ეკონომიკა გაიზარდა მხოლოდ შარშან, უკრაინის გაუბედურების ხარჯზე, რადგან საქართველოში ხალხი და ფული რუსეთიდან შემოდის
„ლიბერთი“ მასშტაბური პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ სტრატეგიულ პარტნიორობას აგრძელებს
BTU-მ ხელოვნური ინტელექტის ეროვნული სტრატეგიის შექმნისთვის საჭირო კვლევა დაიწყო
სიახლე - „ლიბერთის“ ბანკომატებში Apple Pay-ს და Google Pay-ს გამოყენებით უკვე შესაძლებელია ნებისმიერი ოპერაციის შესრულება
კახა ოქრიაშვილი - ვულოცავ „ნაციონალურ მოძრაობას“ შიდა დემოკრატიის განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლას, რის შედეგადაც ეს პარტია უკეთესი და უკეთესი ლიდერებით შეივსება“
TNET-ი და USAID-ი ითანამშრომლებენ ელექტრონული კომერციის განვითარებისთვის საქართველოში
CashBack და Mastercard-ის აქცია ქართული ბრენდებისთვის - 60%-მდე ქეშბექი ონლაინ შოპინგისას
EIB Global-სა და კრედო ბანკს შორის მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების მხარდასაჭერად 28.8 მილიონი ლარის მოცულობის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა