არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას - თუ თვლით, რომ საქართველო ამ დემოკრატიის პირობებში, ამ ხელისუფლებით, ამ ოპოზიციით, ამ რეფორმებით იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, გთხოვთ, ხელის აწევით დაუჭიროთ მხარი ამ წინადადებას

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართა კითხვით: თვლიან თუ არა, რომ საქართველო არსებული მოცემულობით, ამ დემოკრატიის პირობებში ამ ხელისუფლებით, ოპოზიციით და რეფორმებით კანდიდატის სტატუსს იმსახურებს.

მან ოპოზიციას მოუწოდა ხელის აწევით დაედასტურებინათ, დღევანდელი მოცემულობით იმსახურებს თუ არა საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსს, რაზეც ხელი ოპოზიციის მხოლოდ ერთმა წარმომადგენელმა აწია.

როგორც არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, ეს არის პრობლემა და ასეთი ოპოზიცია ჰყავს საქართველოს პარლამენტში.

„ემხრობით თუ არა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ახლა და დღეს არსებული მოცემულობით, ანუ თქვენ, თქვენს ქვეყანას რაიმე დამატებით პირობას უყენებთ, თუ თვლით ახლავე, რომ საქართველო ამ დემოკრატიის პირობებში ამ ხელისუფლებით, ამ ოპოზიციით, ამ რეფორმებით იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, გთხოვთ, ხელის აწევით დაუჭიროთ მხარი ამ წინადადებას?... ხედავთ მეგობრებო, ეს არის პრობლემა და ასეთი ოპოზიცია ჰყავს საქართველოს პარლამენტს“ , - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

სხდომაზე დებატები ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, ოპოზიციის ნაწილმა თავიანთი გამოსვლების შემდეგ საპარლამენტო დებატები დატოვეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა