ირაკლი ქარსელაძე - რიკოთის კონკრეტული მონაკვეთები წელს გაიხსნება

რიკოთის საუღელტეხილო გზის ისტორიული პროექტი გამორჩეულია როგორც მისი შინაარსით, ისე საინჟინრო გადაწყვეტებით, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში "მინისტრის საათზე" გამოსვლისას აღნიშნა.

მინისტრის განცხადებით, 52 კმ გზაზე 51 გვირაბისა და 97 ხიდის მშენებლობაა დაგეგმილი, საიდანაც სამუშაოები პარალელურად 88 ხიდზე და 48 გვირაბზე მიმდინარეობს. აქედან, დასრულებულია და მოძრაობა გახსნილია 6 ხიდზე, ხოლო 24 ხიდი აშენებულია. მოძრაობა გახსნილია 3 დასრულებულ გვირაბზეც, ხოლო 21 გვირაბი უკვე გაჭრილია.

,,რიკოთის პირველი 2 კმ-იანი მონაკვეთი 2021 წელს გავხსენით და ხელშეკრულების შესაბამისად, მისი დარჩენილი მონაკვეთის მშენებლობა 2022-2023 წლებში ეტაპობრივად დასრულდება. კონკრეტული მონაკვეთების გახსნა წელსვე გვაქვს დაგეგმილი. რიკოთის მონაკვეთებიდან გამორჩეულად დაწინაურებულია ხევი-უბისას და უბისა-შორაპანის მონაკვეთები“ , - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “მინისტრის საათის“ ფორმატში ინფრასტრუქტურის მინისტრს ირაკლი ქარსელაძეს უსმენენ. “მინისტრის საათი“ წელიწადში ერთხელ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მთავრობის წევრების სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშით გამოსვლას გულისხმობს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს