ირაკლი ქარსელაძე - წელს დაგეგმილი საგზაო მონაკვეთების გახსნით, თბილისიდან ბათუმამდე გადაადგილებას 3 საათი და 40 წუთი დასჭირდება

წელს დაგეგმილია სამტრედია-გრიგოლეთის პირველი და მეოთხე მონაკვეთების დასრულება - აღნიშნული გზა გამოწვევებით სავსე იყო, მიუხედავად ამისა, ჯამში, 21 კმ გზა უკვე წელს დასრულდება, რაც ზესტაფონის არგვეთას კვანძიდან ლანჩხუთამდე 86 კმ-იანი ჩქაროსნული მაგისტრალური გზით გადაადგილების საშუალებას მოგვცემს, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, სამტრედია-გრიგოლეთის გზის პირველ და მეოთხე მონაკვეთებზე ქართული კომპანიები მუშაობენ, ხოლო მესამე მონაკვეთის ასაშენებლად სატენდერო პროცედურები მიმდინარეობს.

მისივე განცხადებით, ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს გრიგოლეთი-ქობულეთის, 14 კმ-იან მონაკვეთზე, საიდანაც წელს 11 კმ-ის, ხოლო 2023 წელს - დარჩენილი 3 კმ-ის დასრულება არის დაგეგმილი.

„შესაბამისად, 2022 წელს დაგეგმილი საგზაო მონაკვეთების გახსნის შედეგად, თბილისიდან ბათუმამდე გადაადგილების დრო კიდევ უფრო შემცირდება და მგზავრობას მხოლოდ 3 საათსა და 40 წუთს მოვანდომებთ“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო