ირაკლი ქარსელაძე - 2021 წელს  5600 პროექტზე დასაქმებული იყო 27 000 ადამიანი და 1500 კომპანია

გამორჩეულად შედეგიანი იყო 2021 წელი ჩვენი სამინისტროსთვის, მიმდინარეობდა 5600 პროექტი, რომელშიც 27 000 ადამიანი და 1500 კომპანია იყო ჩართული, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში სამინისტროს 2021 წლის საქმიანობის შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, შედეგად, 2021 წელს ინფრასტრუქტურულ პროექტებში 2 მილიარდ 513.5 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდა, რაც 311.2 მილიონი ლარით ანუ 14%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მაგისტრალური გზების მშენებლობა და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება სამინისტროს უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა, რომლის ფარგლებშიც, 2021 წელს 6,5 მილიარდი ლარის 303 პროექტი მიმდინარეობდა, რომელშიც 97 კომპანია, მათ შორის, 88 ქართული და 9 უცხოური კომპანია მონაწილეობდა.

,,პანდემიის მიუხედავად, ქვეყანაში 70 კმ ახალი მაგისტრალური გზა გაიხსნა, რის შედეგადაც, თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობას უკვე 5 საათის ნაცვლად 4 საათი სჭირდება. აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის ნახევარი უკვე აშენებულია - 219 კმ, ამჟამად კი 106 კმ მაგისტრალური გზის მშენებლობა მიმდინარეობს“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა