ინფრასტრუქტურის მინისტრი  - 2022 წელს დაგეგმილია 600 კმ-მდე გზის რეაბილიტაცია

2021 წელს, ჯამში, რეაბილიტირდა 512 კმ გზა. წელს დაგეგმილია 600 კმ-მდე გზის რეაბილიტაცია და პერიოდული შეკეთება, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მაღალი ტემპით მიმდინარეობს სამუშაოები ბაღდათი-აბასთუმნის გზაზე, სადაც 2023 წელს 73-კმ-იანი ახალი გზა იქნება, რითაც ქუთაისის აეროპორტიდან აბასთუმნამდე მგზავრობის დრო თითქმის განახევრდება და მგზავრობას 2 საათი 30 წუთი დასჭირდება.

მისივე შეფასებით, მიუხედავად გამოწვევებისა და შეწყვეტილი ხელშეკრულებისა ხულო-ზარზმის უმნიშვნელოვანეს პროექტზე, პირველი 5 კმ-იანი სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული, მჭირდროდ დასახლებულ პუნქტში გამავალი მონაკვეთი უკვე წელს დასრულდება.

ამასთან, მინისტრის თქმითვე, ინტენსიური სამუშაოები გაგრძელდება დარჩენილ მონაკვეთებზე და ხელშეკრულების შესაბამისად, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2023 წელს დასრულდება.

მინისტრის განცხადებით, გაგრძელდება სამუშაოები ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციაზეც, რომელიც გაანახევრებს გადაადგილების დროს ქუთაისის აეროპორტიდან უშგულამდე და მგზავრობას, კომფორტული და უსაფრთხო გზით 2,5 საათში გახდის შესაძლებელს, რაც დიდი შესაძლებლობა იქნება ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოტენციალის კიდევ უფრო ეფექტურად ათვისებისათვის. მინისტრის თქმით, 2 მონაკვეთის დასრულება წელს იგეგმება, ხოლო მთლანად გზა 2023 წლის ბოლოს დასრულდება.

„ბუნებრივია, ასეთი შედეგების ნათელი დადასტურებაა 2021 წელს საავტომობილო გზების დეპარტამენტის გადაჭარბებით შესრულებული ბიუჯეტი, რომლის ფაქტობრივმა შესრულებამ 1 მილიარდ 614 მილიონი შეადგინა. ასევე, 13%-ით გაზრდილი 2022 წლის ბიუჯეტი, რომელიც 1 მილიარდ 853 მილიონ ლარს შეადგენს და მისი პირველი კვარტალიც უკვე გადაჭარბებითაა შესრულებული“ , - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო