ირაკლი ქარსელაძე - ბოლო 8 წლის განმავლობაში, წყალმომარაგებისთვის ყველაზე მაღალი 380 მილიონი ლარის დაფინანსებაა გამოყოფილი

კვლავ დიდ გამოწვევად რჩება ქვეყნის წყალმომარაგება, მიუხედავად არაერთი წარმატებით განხორციელებული პროექტებისა და მრავალი ქალაქისა და დასახლების, მათი არსებობის ისტორიაში პირველად, 24 საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფისა, საჭიროება მნიშვნელოვნად მეტია, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ „მინისტრის საათზე“ გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ბოლო 8 წლის განმავლობაში ყოველწლიურად მზარდი ბიუჯეტის პირობებში, წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის გეგმაზომიერი განვითარებისთვის, წელს ისტორიულად ყველაზე მაღალი 380 მილიონი ლარის დაფინანსებაა განსაზღვრული.

მინისტრის თქმით, 3 მილიარდი ლარის მიმდინარე და უკვე დაწყებული საპროექტო სამუშაოების ფარგლებში, 182 მდებარეობაზე, დამატებით 585 ათასს ბენეფიციარს გააუმჯობესდება წყალმომარაგება, საიდანაც 200 ათასს ბენეფიციარს არასდროს ჰქონია წვდომა 24 საათიან წყალმომარაგებაზე.

„უკვე ზაფხულში, ივნისის თვეში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის 6 სოფლის 5000-ზე მეტ ბენეფიციარს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება. მუხრანთელეთში, წალასყურში, ახალწყალში, კუმისში, ზემო თელეთსა და ქვემო თელეთში. წარმატებით მიმდინარეობს პროექტი თელავში, რომელიც თელავის 20 000-მდე ბენეფიციარს უზრუნველყოფს 24 საათიანი წყალმომარაგებით. ასევე, 6 მუნიციპალიტეტის - ოზურგეთის, ახმეტას, სიღნაღის, წყალტუბოს დუშეთის, დედოფლისწყაროს) 15 000 ბენეფიციარის 2022 წელს დასრულდება წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია-მშენებლობა“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

მინისტრის თქმით, მიმდინარეობს დედოფლისწყაროსა და 17 სოფლის 24 სთ-იანი წყალმომარაგების სამუშაოები; წარმატებით მიმდინარეობს პროექტები: ყვარელში, სიღნაღის, გურჯაანის და მცხეთის მუნიციპალიტეტებში, ასევე ზესტაფონში და მრავალ სხვა მდებარეობაზე. წელსვე იწყება ვანის ბაღდათის სამტრედიის და სტეფანწმინდას წყალმომარაგების პროექტები, რომელიც 2025 წლის ბოლომდე დასრულდება.

,,იქ სადაც უპასუხისმგებლო კონტრაქტორები ნაკისრ ვალდებულებებს სათანადოდ ვერ ასრულებენ, განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე ვდგავართ. ასეთია მარნეული, ბოლნისი, ფოთი და ზოგიერთი სხვა მდებარეობა. მრავალი მცდელობის მიუხედავად, აღნიშნულ პროექტებზე იძულებულნი ვიყავით შეგვეწყვიტა ხელშეკრულებები თუმცა, პროექტების განვითარების დივერსიფიცირებული მიდგომით, მარნეულისა და ბოლნისის პროექტზე ტენდერები უკვე გამოცხადებულია. ანალოგიურ გეგმას ვავითარებთ ფოთის მიმართულებითაც“, -აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

მინისტრის თქმით, დამატებით, 2022 წელს დაიწყება 350 მილიონი ლარის პროექტები, რომლებიც პრემიერ-მინისტრის ინიცირებული პროექტის - განვადებით მშენებლობის ფარგლებში განხორციელდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო