ირაკლი ქარსელაძე - ქვეშეთი-კობის პროექტით სტეფანწმინდასთან უწყვეტი კავშირი იქნება უზრუნველყოფილი

2021 წლის მაისში, ქვეშეთი-კობის ისტორიულ პროექტზე მსოფლიოში უნიკალური, 9 კმ-იანი 15 მეტრი დიამეტრის უწყვეტი გვირაბის მშენებლობა კლდოვან ქანებში დავიწყეთ, რომლისთვისაც სპეციალურად გვირაბგამყვანი მანქანა, ე.წ. TBM დამზადდა, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, დღეის მდგომარეობით, TBM-ის დანადგარი უკვე მთავარი გვირაბის 1,8 კმ-ის სიღრმეში მუშაობს, საევაკუაციო გვირაბი კი 3.1 კმ-ზეა გაჭრილი.

მისივე თქმით, სამუშაოები ქვეშეთამდე მისასვლელ გზაზეც მიმდინარეობს, რომელიც 4 გვირაბისა და 4 ხიდისგან შედგება, მათ შორისაა, თაღოვანი უნიკალური ხიდიც. პროექტის განვითარებისთვის 2022 წლის პროგრესი მნიშვნელოვანი იქნება.

„ეს არის კომპლექსური პასუხი იმ მრავალ გამოწვევაზე, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ზამთრის სეზონზე ჩაკეტილ გზას და ელემენტარულ, სამედიცინო და საყოფაცხოვრებო საჭიროებებს მოწყვეტილ 10 სოფელს უკავშირდება. ამ და კიდევ მრავალ სხვა გამოწვევას სწორედ ეს პროექტი მოაგვარებს“, - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

პროექტით გათვალისწინებულია გუდაურამდე მისასვლელი 5 კმ-იანი ახალი, საგზაო უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისი გზის მშენებლობაც, რომელიც გუდაურს ახალი ტურისტული ნაკადების მოსაზიდად დამატებით შესაძლებლობებს მისცემს, ისევე როგორც მისასვლელი გზის მიმდებარე სოფლებში ახალი საკურორტო დასახლებების შექმნას შეუწყობს ხელს.

პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია შიდა ინფრასტრუქტურული, მოსახლეობის საჭიროებებზე დაფუძნებული მცირე პროექტებიც, რითაც სტეფანწმინდასთან უწყვეტი კავშირი და შეუფერხებელი სატრანზიტო მოძრაობა უზრუნველყოფილი იქნება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა