ირაკლი ქარსელაძე - 2030 წლისთვის დასრულებული იქნება  ყველა მაგისტრალური გზის მშენებლობა

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შემუშავებულ ქვეყნის განვითარების 10 წლიან სტრატეგიაში, ყველა მიმართულების განვითარებას და მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებას მომდევნო 10 წლის განმავლობაში 32 მილიარდი ლარი მოხმარდება, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში "მინისტრის საათზე" გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ამავე სტრატეგიით გაწერილი მოკლევადიანი და გრძელვადიანი ინდიკატორების მიხედვით, 2030 წლისთვის დასრულებული იქნება ყველა მაგისტრალური გზის მშენებლობა;

„წითელი ხიდიდან სარფამდე მგზავრობის დრო განახევრდება და ნაცვლად 8 საათისა 4 - 4.5 საათი იქნება; 2025 წლისთვის ყველა ქალაქში იქნება 24 საათიანი სტანდარტის შესაბამისი წყალმომარაგება; 2030 წლისთვის მთელი ქვეყნის მოსახლეობას ექნება წვდომა სტანდარტების შესაბამის წყალმომარაგებაზე; გაძლიერდება მუნიციპალიტეტები და გაიზრდება მათი შესაძლებლობები და 2025 წლის ბოლოსთვის თვითმმართველობების შემოსულობები მშპ-ის არანაკლებ 7% იქნება“, - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა