ირაკლი ქარსელაძე - 67 ახალი სკოლის მიმდინარე მშენებლობიდან 56 უკვე დასრულდა

საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით 2021 წელს გაწეული სამუშაოები განსაკუთრებით გამორჩეულია. 67 ახალი სკოლის მიმდინარე მშენებლობიდან, 56 უკვე დასრულდა, 11 ახალი სკოლის მშენებლობა 2022 წელს დასრულდება და შესაბამისად, დაახლოებით 7,500 მოსწავლე ახალი სასკოლო ინფრასტრუქტურით ისარგებლებს, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში განაცხადა.

მისივე თქმით, მიმდინარეობს 100-ზე მეტი სკოლის რეაბილიტაცია, რომლის 60 პროცენტი უკვე დასრულებულია, ხოლო დანარჩენი ეტაპობრივად დასრულდება.

ამასთან, მინისტრის განცხადებით, პარალელურად, მსოფლიო ბანკის მხარდაჭრით, წელს დასრულდება საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება და დაიწყება 60 სკოლის რეაბილიტაცია. ასევე, 24 საბავშვო ბაღის მშენებლობა უკვე დასრულებულია და 24 ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს.

„როდესაც საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურაზე ვსაუბრობთ, აქ გასათვალისწინებელია ყველა სტანდარტი და სივრცეები, რომელიც ნამდვილად ბევრად უფრო კარგ და ღირსეულ პირობებს შეუქმნის ჩვენ ბავშვებს. ამასთან, ყველა ახალი შენობა ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოსწავლეებისთვის. საკლასო ოთახებთან ერთად, გათვალისწინებულია ლაბორატორიების, კომპიუტერული ოთახების, ღია და დახურული სპორტული დარბაზების ინფრასტრუქტურა“, -აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო