ირაკლი ქარსელაძე - გარკვეული ხარვეზი იყო შესრულებულ სამუშაოებში, თუმცა 2024 წლის პირველ კვარტალში ზუგდიდს ექნება უეფას მე-3 კატეგორიის სტადიონი

გარკვეული ხარვეზი იყო შესრულებულ სამუშაოებში, თუმცა 2024 წლის პირველ კვარტალში ზუგდიდს უკვე ექნება უეფას მე-3 კატეგორიის სტადიონი, რომელიც აღჭურვილი იქნება შესაბამისად და აბსოლუტურად ყველა საინჟინრო ელემენტი იქნება სრულად გათვალისწინებული, - ასე უპასუხა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის ანა წითლიძის შეკითხვას ზუგდიდის სტადიონის გაჭიანურებული სამუშაოების და ვადაგადაცილებული დასრულების შესახებ.

როგორც ირაკლი ქარსელაძემ განმარტა, ზუგდიდის სტადიონი თავდაპირველად აშენდა ადგილობრივი თვითმმართველობის დაფინანსებით, თუმცა შემდგომ იქ გამოვლენილი ხარვეზებისა და პრობლემების გამო კონკრეტული პირები პასუხისგებაში იქნენ მიცემული.

მისივე თქმით, სამუშაოები ჩატარდა არასრულყოფილად, კერძოდ, გასახდელებისა და შიდა სივრცეების მოპირკეთებისას არ იყო გამოყენებული თბოიზოლაცია, რითაც დაზიანდა სამუშაოები და საჭირო გახდა ადაპტაციის პროექტის მომზადება.

,,ფაქტობრივად მეორე შუალედური ფაზა უკვე წელს დასრულდება და პარალელურად ივნისის ბოლოს ველოდებით ექსპერტიზას ადაპტირებულ პროექტზე. ფაქტია, რომ ეს არ არის პროექტის განვითარების ნორმალური თანმიმდევრობა, მაგრამ არის გარკვეული მოცემულობები რომლისთვისაც ჩვენ ყველაზე ეფექტურ გადაწყვეტას ვიყენებთ და ზუგდიდი ალბათ ამის კონკრეტული მაგალითია“ , - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო