შალვა პაპუაშვილი - გილოცავთ 26 მაისს და ჩვენს ქვეყანას გამთლიანებას, წარმატებას, წინსვლას და ევროპულ ოჯახში დაბრუნებას ვუსურვებ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საპარალამენტო ტრიბუნიდან მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის სხდომათა დარბაზში, სადაც "მინისტრის საათის" ფორმატში ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრს უმენენ, საქართველოს წარმატებები, წინსვლა და ევროპულ ოჯახში დაბრუნება უსურვა.

„ამასობაში 12:00 საათი შესრულდა და 26 მაისი დადგა. მე მინდა ამ შემთხვევით ვისარგებლო და საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ყველას მოგილოცოთ. 1918 წლის 26 მაისს ამ შენობიდან რამდენიმე მეტრში, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ, ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.

გილოცავთ 26 მაისს და ჩვენს ქვეყანას გამთლიანებას, წარმატებას, წინსვლას და იმ ევროპულ ოჯახში დაბრუნებას ვუსურვებ, რომელსაც ჩვენ, ჩვენი ხალხი, ჩვენი ისტორია, ჩვენი წარსული, აწმყო და მომავალი მისწრაფებები ნამდვილად იმსახურებს“, - განაცხადა პაპუაშვილმა პარლამენტში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა